https://sputnik-georgia.com/20230403/kobaxize-evrodeputatze-romelic-tbilissi-aqciasi-monawileobda-276363148.html
„ეს მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატზე, რომელიც თბილისში აქციაში მონაწილეობდა
„ეს მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატზე, რომელიც თბილისში აქციაში მონაწილეობდა
Sputnik საქართველო
თბილისში 1 აპრილს პოლიციელებზე თავდასხმასა და საპატრულო ავტომობილის დაწვაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. 03.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-03T16:46+0400
2023-04-03T16:46+0400
2023-04-03T19:53+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451181_0:0:2255:1268_1920x0_80_0_0_82c6851951e9ce410194dcfc2001e102.jpg
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიუღებელი უწოდა ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის დასწრებას თბილისში გამართულ აქციაზე. გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო. გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულებაა... როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ აქციას, ეს თავისთავად უკვე მიუღებელია და აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ არის სწორი", – განაცხადა კობახიძემ.პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს ციხეში დაელოდება>>აქციაზე კრამონმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, გრიგორიადისი არის კიდეც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მაგრამ ის რომ გამოყვეს და საჩვენებელ მაგალითად აქციეს, ეს სირცხვილია.ევროდეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს თანაბარი უფლება, გააპროტესტოს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ. გარდა ამისა, მან სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ვინც მხარს უჭერს პროდასავლურ და ევროპულ პოზიციებს.7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1d/252451181_0:0:2255:1692_1920x0_80_0_0_dd2553e8d764bde56c663a2870748853.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , პოლიტიკა საქართველოში
„ეს მიუღებელია" - ირაკლი კობახიძე ევროდეპუტატზე, რომელიც თბილისში აქციაში მონაწილეობდა
16:46 03.04.2023 (განახლებულია: 19:53 03.04.2023) თბილისში 1 აპრილს პოლიციელებზე თავდასხმასა და საპატრულო ავტომობილის დაწვაში ბრალდებულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიუღებელი უწოდა ევროპარლამენტის დეპუტატის ვიოლა ფონ კრამონის დასწრებას თბილისში გამართულ აქციაზე.
გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკვეთრი კრიტიკით გამოირჩევა, 1 აპრილს საქართველოს მთავრობის შენობასთან მონაწილეობდა პოლიციის მიერ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაში. გრიგორიადისი დაკავებულია პოლიციელებზე თავდასხმისა და საპატრულო ავტომობილის დაწვის გამო. გამოძიების მონაცემებით, 21 წლის მამაკაცი რუსთაველზე აქციების დროს პოლიციელებს ესროდა ქვებსა და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.
„ჩვენ ვიცით ვიოლა ფონ კრამონის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარი უდიერი დამოკიდებულებაა... როდესაც ევროპარლამენტარი ესწრება პოლიტიკური პარტიის მიერ გამართულ აქციას, ეს თავისთავად უკვე მიუღებელია და აჩვენებს დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. ეს დამოკიდებულება კი არ არის სწორი", – განაცხადა კობახიძემ.
აქციაზე კრამონმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, გრიგორიადისი არის კიდეც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი, მაგრამ ის რომ გამოყვეს და საჩვენებელ მაგალითად აქციეს, ეს სირცხვილია.
ევროდეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ ყველას აქვს თანაბარი უფლება, გააპროტესტოს კანონპროექტი უცხოური აგენტების შესახებ. გარდა ამისა, მან სოლიდარობა გამოხატა საქართველოს მოსახლეობის მიმართ, ვინც მხარს უჭერს პროდასავლურ და ევროპულ პოზიციებს.
7-9 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები გაიმართა. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აგრესიულად იქცეოდა. მათ სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს. შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი. საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.