https://sputnik-georgia.com/20230331/policiaze-tavdasxmasi-ewvmitanili-sasamartlos-cixesi-daelodeba-276295046.html
პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს ციხეში დაელოდება
პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს ციხეში დაელოდება
Sputnik საქართველო
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ დაკავებულმა შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს. 31.03.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-03-31T18:28+0400
2023-03-31T18:28+0400
2023-03-31T21:04+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლო
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:236:1280:956_1920x0_80_0_0_d3b071528973e5f8d6e29a44b59dccc1.jpg
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგოლიადისს, რომელსაც 7–9 მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ასევე დაწვა შსს-ს ავტომობილი.გრიგოლიადისის ადვოკატები 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, ასევე პარლამენტის დეპუტატმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მზადაა ბრალდებულს თავდებში დაუდგეს. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკავებულმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.თავად გრიგოლიადისმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დუმილის უფლებას გამოიყენებს.სასამართლოს გადაწყვეტილებით დარბაზში მსხდომნი უკმაყოფილო დარჩნენ. მანდატურებს უკმაყოფილოების დარბაზიდან გაყვანა მოუწიათ.გრიგოლიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამავე დროს მან არ გამორიცხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძლება აღიარებითი ჩვენება მისცეს.არავის არ უნდა შერჩეს პოლიციელებზე თავდასხმა - ირაკლი კობახიძე>>თუ ცხადად დადასტურდება ის გარემოებები, რომ ამ ადამიანმა ორივე ბრალდებაში აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, ლოგიკურია, რომ ჩადენილს აღიარებს, განაცხადა ბითაძემ.საქმე ეხება 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.საპროტესტო აქციები უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ: შსს-მ ერთი პირი დააკავა>>ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 21 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო ორმა პოლიციელმა. მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262068811_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_9d85590e0b9e8b3a5324b2156afa0843.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, თბილისის საქალაქო სასამართლო, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პოლიციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი სასამართლოს ციხეში დაელოდება
18:28 31.03.2023 (განახლებულია: 21:04 31.03.2023) ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ დაკავებულმა შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
თბილისი, 31 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგოლიადისს, რომელსაც 7–9 მარტის საპროტესტო აქციებზე პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფასა და სახელმწიფო ქონების განადგურებაში ედება ბრალი, აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ასევე დაწვა შსს-ს ავტომობილი.
გრიგოლიადისის ადვოკატები 10 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდების შუამდგომლობით გამოვიდნენ, ასევე პარლამენტის დეპუტატმა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ მზადაა ბრალდებულს თავდებში დაუდგეს. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა გაიზიარა, რომელიც ამტკიცებდა, რომ დაკავებულმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს მოწმეებზე ან ახალი დანაშაული ჩაიდინოს.
თავად გრიგოლიადისმა სასამართლოზე განაცხადა, რომ დუმილის უფლებას გამოიყენებს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით დარბაზში მსხდომნი უკმაყოფილო დარჩნენ. მანდატურებს უკმაყოფილოების დარბაზიდან გაყვანა მოუწიათ.
გრიგოლიადისის ადვოკატმა ლიკა ბითაძემ განაცხადა, რომ დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამავე დროს მან არ გამორიცხა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეიძლება აღიარებითი ჩვენება მისცეს.
თუ ცხადად დადასტურდება ის გარემოებები, რომ ამ ადამიანმა ორივე ბრალდებაში აღნიშნული დანაშაული ჩაიდინა, ლოგიკურია, რომ ჩადენილს აღიარებს, განაცხადა ბითაძემ.
საქმე ეხება 7-9 მარტის საპროტესტო აქციებს. საქართველოში მრავალათასიანი პროტესტი პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებისთანავე დაიწყო, რაც ბევრჯერ გადაიზარდა პოლიციასთან დაპირისპირებაში. აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმელებს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ქვები და სხვა საგნები დაუშინეს.
საპასუხოდ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. მიტინგებში უფრო მეტად სტუდენტები მონაწილეობდნენ. მომიტინგეების და ძალოვანების შეტაკების შედეგად დაშავდა 58 პოლიციელი, დაშავებულ მომიტინგეთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
გრიგოლიადისის გარდა, ამ დროისათვის აქციებზე პოლიციელებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ერთი ადამიანია ბრალდებული, რომელიც გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 21 წლის მამაკაცმა მიმდინარე წლის 7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დამწვრობა მიიღო ორმა პოლიციელმა. მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგოლიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
დაკავებულს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.