https://sputnik-georgia.com/20230515/ra-winadadeba-aqvs-ocnebas-iusticiis-umarlesi-sabwos-wevrobis-kandidatebtan-dakavsirebit-277705685.html
რა წინადადება აქვს „ოცნებას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით
რა წინადადება აქვს „ოცნებას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით
Sputnik საქართველო
თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა იზრუნებს იმაზე, რომ კენჭისყრა შედგეს, განაცხადა დეპუტატმა 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T23:30+0400
2023-05-15T23:30+0400
2023-05-16T00:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართული ოცნება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:96:1280:816_1920x0_80_0_0_eeddb95bd349893a7e3f891c2f5e0e82.jpg
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციაში მყოფ თითოეული პოლიტიკურ სუბიექტს შესთავაზა, რომ ხვალინდელი დღის განმავლობაში მცირე დასაბუთებით წარადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მდინარაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.„ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. თუმცა ჩვენი პოზიციით ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.მისი თქმით, თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა იზრუნებს იმაზე, რომ კენჭისყრა შედგეს.კობახიძე: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნები შესრულდება >>ამრიგად, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება ოპოზიციის პოზიციას კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, მოკლე დასაბუთებას, თუ რატომ არიან მათთვის მისაღები და რატომ დაუჭერენ მათ მხარს.დეპუტატის თქმით, არის თუ არა კონსენსუსის შანსები, საზოგადოებას ამის შესახებ ხვალ დღის ბოლომდე ეცნობება.კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“: პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს განიხილავს >>იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ხუთი ადგილისთვის სულ 32 კანდიდატი იბრძვის.მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს საქართველოს პარლამენტში, მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს მათ ნახევარს და ამ საკითხზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან დაიწყოს.ოპოზიცია 11 კანდიდატზე საუბრობს.იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო - არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას ასეთი რაოდენობა არ აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/01/249897924_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_a219881cc33e0a2643b0270d202d23c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართული ოცნება , საქართველოს პარლამენტი
რა წინადადება აქვს „ოცნებას“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით
23:30 15.05.2023 (განახლებულია: 00:30 16.05.2023) თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა იზრუნებს იმაზე, რომ კენჭისყრა შედგეს, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 15 მაისი – Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციაში მყოფ თითოეული პოლიტიკურ სუბიექტს შესთავაზა, რომ ხვალინდელი დღის განმავლობაში მცირე დასაბუთებით წარადგინონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის მათთვის მისაღები კანდიდატები, ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მათ, ოპოზიციაში შემავალ თითოეულ პოლიტიკურ სუბიექტს ვთავაზობთ, წარმოადგინონ მცირე, მოკლე დასაბუთებით მათთვის მისაღები კანდიდატები ხვალინდელი დღის განმავლობაში. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, არის თუ არა პრაქტიკული შანსი, ამ საკითხზე მიღწეულ იქნას კონსენსუსი“, - განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი ევროპული რეკომენდაციების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.
„ამასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანდიდატებიდან 15-მდე კანდიდატი აკმაყოფილებს როგორც კომპეტენციის, კომპეტენტურობის, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რაც კარგად გამოჩნდა, მათ შორის, მათთან გასაუბრების დროს, რომელიც გაიმართა პარლამენტში. თუმცა ჩვენი პოზიციით ჩვენ არ შევზღუდავთ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, თუ იქნება დადებითი შედეგი, მაშინ საპარლამენტო უმრავლესობა იზრუნებს იმაზე, რომ კენჭისყრა შედგეს.
„ყველა შემთხვევაში, ჩვენ ამაზე ვიზრუნებთ, თუმცა უმჯობესი იქნება, რომ ჩვენი პოზიციები რაღაც ნაწილში მაინც დაემთხვეს ერთმანეთს“, - აღნიშნა მან.
ამრიგად, ხვალ საპარლამენტო უმრავლესობა ელოდება ოპოზიციის პოზიციას კონკრეტულ ადამიანებთან, კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით, მოკლე დასაბუთებას, თუ რატომ არიან მათთვის მისაღები და რატომ დაუჭერენ მათ მხარს.
დეპუტატის თქმით, არის თუ არა კონსენსუსის შანსები, საზოგადოებას ამის შესახებ ხვალ დღის ბოლომდე ეცნობება.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ხუთი ადგილისთვის სულ 32 კანდიდატი იბრძვის.
მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ყველაზე მეტი მანდატი აქვს საქართველოს პარლამენტში, მზადყოფნა გამოთქვა მხარი დაუჭიროს მათ ნახევარს და ამ საკითხზე მოლაპარაკება ოპოზიციასთან დაიწყოს.
ოპოზიცია 11 კანდიდატზე საუბრობს.
იმავდროულად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრის ასარჩევად 90 ხმაა საჭირო - არც „ქართულ ოცნებას“ და არც ოპოზიციას ასეთი რაოდენობა არ აქვს.