https://sputnik-georgia.com/20230515/energetika-transporti-vawroba-papuasvili-alievs-sexvda-277692568.html
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა - პაპუაშვილი ალიევს შეხვდა
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა - პაპუაშვილი ალიევს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. 15.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-15T18:06+0400
2023-05-15T18:06+0400
2023-05-15T21:42+0400
პოლიტიკა
ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
აზერბაიჯანი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
საქართველოს ენერგეტიკა
ენერგეტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277686186_118:0:2244:1196_1920x0_80_0_0_e26351514a42b14d00637bd022f83c98.jpg
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრისას ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. პარლამენტის სპიკერი ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილი 16 მაისს მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში, რომელიც ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა აზერბაიჯანის ზოგადეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის წვლილი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული პროექტების განვითარების საქმეში. რამდენი გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან წლის დასაწყისიდან>>პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი წვლილისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს. აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წელი 10 მაისს შესრულდა. აზერბაიჯანში 2023 წელი „ჰეიდარ ალიევის წლად" გამოაცხადეს. დავითაშვილი: საქართველო შუა დერეფანში ტვირთნაკადებს შეინარჩუნებს>>თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წლის ივნისში გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/0f/277686186_383:0:1978:1196_1920x0_80_0_0_a17c565339c6363a01c1d22998e508a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
პოლიტიკა, ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, აზერბაიჯანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, საქართველოს ენერგეტიკა, ენერგეტიკა
ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვაჭრობა - პაპუაშვილი ალიევს შეხვდა
18:06 15.05.2023 (განახლებულია: 21:42 15.05.2023) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში შეხვედრისას ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ვაჭრობის სფეროებში ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს.
პარლამენტის სპიკერი ბაქოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილი 16 მაისს მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის სპეციალურ სხდომაში, რომელიც ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წლისთავს ეძღვნება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს ორი ქვეყნისა და ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის შუა დერეფნის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა აზერბაიჯანის ზოგადეროვნული ლიდერის, პრეზიდენტ ჰეიდარ ალიევის წვლილი ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული პროექტების განვითარების საქმეში.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ილჰამ ალიევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და პირადი წვლილისთვის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მხარეებმა რეგიონული მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა გამოთქვეს.
აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 100 წელი 10 მაისს შესრულდა. აზერბაიჯანში 2023 წელი „ჰეიდარ ალიევის წლად" გამოაცხადეს.
თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 2022 წლის ივნისში გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს, როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.