https://sputnik-georgia.com/20221022/davitasvil-saqartvelo-sua-derefansi-tvirtnakadebs-seinarcunebs-271560175.html
დავითაშვილი: საქართველო შუა დერეფანში ტვირთნაკადებს შეინარჩუნებს
დავითაშვილი: საქართველო შუა დერეფანში ტვირთნაკადებს შეინარჩუნებს
Sputnik საქართველო
შუა დერეფნის მიმართ ინტერესი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო იზრდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა 22.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-22T09:30+0400
2022-10-22T09:30+0400
2022-10-22T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საქართველოს მთავრობა
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_0:70:2000:1195_1920x0_80_0_0_b384b2e0f6ee41655c61929b33873f14.jpg
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კარგი ადმინისტრირება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.მისი თქმით, შუა დერეფნის მიმართ ინტერესი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო იზრდება.„შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა >>ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23646/07/236460767_126:0:1903:1333_1920x0_80_0_0_061d17858f0be9b559b70294dbb516f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, ტრანსპორტი საქართველოში, საქართველოს მთავრობა , საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა
დავითაშვილი: საქართველო შუა დერეფანში ტვირთნაკადებს შეინარჩუნებს
შუა დერეფნის მიმართ ინტერესი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო იზრდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და კარგი ადმინისტრირება ხელს შეუწყობს შუა დერეფნის ფუნქციონირებას გრძელვადიან პერსპექტივაში, განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადაწყვიტეს გაზარდონ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობა და „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარება. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო შეუერთდეს დერეფანს როგორც სატრანზიტო მაგისტრალის ნაწილი.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით, მათ შორის ადმინისტრირებით, შევძლებთ, გრძელვადიან პერსპექტივაში შუა დერეფანში ტვირთების შენარჩუნებას,“ - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო გაერთიანების „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ საერთო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, შუა დერეფნის მიმართ ინტერესი შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარების გამო იზრდება.
„შუა დერეფნის მნიშვნელობა განსაკუთრებით საყურადღებოა არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ტვირთბრუნვამ დერეფანში განსაკუთრებით მოიმატა, საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან კი დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. 2022 წელს შუა დერეფანში სატვირთო ბრუნვა 30 პროცენტით, ყაზახეთიდან საქართველოში სარკინიგზო ტვირთნაკადები კი 6-ჯერ გაიზარდა“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით. მარშრუტის დერეფანი ამჟამად გადის ჩინეთი–ყაზახეთის საზღვრიდან ევროპაში ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით.