https://sputnik-georgia.com/20220814/saqartvelosi-satransporto-da-satvirto-gadazidvebi-gaizarda-269417062.html
საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა
საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
2022-08-14T09:30+0400
2022-08-14T09:30+0400
2022-08-14T09:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24250/98/242509855_0:1:2001:1126_1920x0_80_0_0_8e37121988cab252d0c4ac42adf9afba.jpg
თბილისი, 14 აგვისტო– Sputnik. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ტერიტორიის გავლით 12,8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16,5%-ით აღემატება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, საქართველოს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,2% -ით მეტია, ხოლო რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის ექვს თვეში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,9%-ით მეტია.აქედან ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.მინისტრის თქმით, ასევე მზარდია მგზავრთნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილია 122.3 მლნ მგზავრი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24250/98/242509855_248:0:1751:1127_1920x0_80_0_0_da7b8b56e7032194c9bdd8867325aa1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვები ზრდა ლევან დავითაშვილი
საქართველო სატრანსპორტო სატვირთო გადაზიდვები ზრდა ლევან დავითაშვილი
საქართველოში სატრანსპორტო და სატვირთო გადაზიდვები გაიზარდა
საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს
თბილისი, 14 აგვისტო– Sputnik. 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ტერიტორიის გავლით 12,8 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16,5%-ით აღემატება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებით, საქართველოს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანზიტო ჰაბის განვითარება, მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს ხელისუფლება სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდის მიზნით ქვეყნის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა სამუშაოებს ახორციელებს.
„საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური სისტემა მზად არის, მომსახურება გაუწიოს მნიშვნელოვნად გაზრდილ ტვირთნაკადს. ამავე დროს, ჩვენ ვახორციელებთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომლებიც საშუალო და გრძელვადიან პერიოდში განამტკიცებს საქართველოს, როგორც რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციას“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რომ 2022 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 6.8 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,2% -ით მეტია, ხოლო რკინიგზით გადაზიდულმა ტვირთებმა კი შეადგინა 6.1 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,1%-ით მეტია.
რაც შეეხება საზღვაო გადაზიდვებს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული ტვირთების რაოდენობამ 2022 წლის ექვს თვეში შეადგინა 6.3 მილიონი ტონა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17,9%-ით მეტია.
აქედან ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობამ შეადგინა 220,957 TEU, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,4%-ით მეტია.
მინისტრის თქმით, ასევე მზარდია მგზავრთნაკადი. 2022 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილია 122.3 მლნ მგზავრი, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22%-ით მეტია.