რამდენი გაზი მიიღო საქართველომ აზერბაიჯანიდან წლის დასაწყისიდან

© photo: Sputnik / Aleksey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიმილსადენი Gazela
მილსადენი Gazela  - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2023
გამოწერა
აზერბაიჯანში იანვარ-აპრილში სულ მოპოვებულია 16,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,6%-ით მეტია.
თბილისი, 15 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანმა 2023 წლის იანვარი–აპრილში საქართველოს 1,1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, დაწერა „ტვიტერში" ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა.
მიმდინარე წლის იანვარი–აპრილში აზერბაიჯანმა ბუნებრივი გაზის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 10,5%-ით გაზარდა და მსოფლიო ბაზრებზე 8,4 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ პერიოდში მოპოვებული მთელი მოცულობიდან ევროპაში ექსპორტზე გავიდა 3,9 მლრდ კუბური მეტრი, ანუ მთელი მოცულობის 46%. თურქეთში ექსპორტირებული იყო 3,4 მლრდ კუბური მეტრი (41%), საქართველოში – 1,1 მლრდ კუბური მეტრი (13%) გაზი.

მინისტრის თქმით, აზერბაიჯანში იანვარი–აპრილში სულ მოპოვებულია 16,2 მლრდ კუბური მეტრი გაზი, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 2,6%-ით მეტია.
ასევე, ბუნებრივი აირის გარდა, აღნიშნულ პერიოდში აზერბაიჯანიდან ექსპორტირებული იყო 8,5 მლნ ტონა ნავთობი სულ ქვეყანაში მოპოვებული 10,2 მლნ ტონა ნავთობიდან.
ყველა ახალი ამბავი
0