https://sputnik-georgia.com/20230511/prezidenti-diasporaze-zrunva-qveynis-moqalaqeobis-mirebis-gamartivebit-iwyeba-277590249.html
პრეზიდენტი: დიასპორაზე ზრუნვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამარტივებით იწყება
პრეზიდენტი: დიასპორაზე ზრუნვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამარტივებით იწყება
Sputnik საქართველო
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ოთხწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ვერ მიაღწია, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს... 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T20:57+0400
2023-05-11T20:57+0400
2023-05-11T22:57+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_dc166b8140a002d93cc849f915b9b571.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ თანამემამულეების ბედი რომ აინტერესებდეს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ცხოვრებას გაუადვილებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა რაოდენობა, მათი თქმით, მილიონს აღწევს.მისი თქმით, მოქალაქეობის საკითხი საქართველოდან ყველა წასულისთვის მნიშვნელოვანია.„დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში და არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.ამასთან, მან დასვა კითხვა, თუ რატომ არ აღელვებს ხელისუფლებას აშშ-ში, ევროპაში მცხოვრები თანამემამულეების ბედი, რომლებსაც არ შეუძლიათ პირდაპირი რეისებით სარგებლობა და უჭირთ საქართველოში ჩამოსვლა.„უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.„ქართული ოცნება“: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას>>უფრო ადრე პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმოს სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, მთავრობას მოუწოდა, დააწესოს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და მკაცრად გააკონტროლოს მათი შემოსვლა.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მოწოდების პასუხად განაცხადა, რომ ზურაბიშვილს თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ შიდა და საგარეო პოლიტიკას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განსაზღვრავს.პრემიერი: რუსეთის მიერ ვიზების გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს ცხოვრებას გაუმარტივებს>>მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია, რადგან საქართველოს მხრიდან არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა, და ეს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1c/273498777_97:0:2826:2047_1920x0_80_0_0_b94c17688cbd354c11f922bd4d70cfbe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები
პრეზიდენტი: დიასპორაზე ზრუნვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამარტივებით იწყება
20:57 11.05.2023 (განახლებულია: 22:57 11.05.2023) პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ოთხწლიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ვერ მიაღწია, რომ დიასპორის წარმომადგენლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება გამარტივდეს.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ თანამემამულეების ბედი რომ აინტერესებდეს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებდა, განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება მიესალმა რუსეთის გადაწყვეტილებას ქვეყნებს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვის მოხსნის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს ცხოვრებას გაუადვილებს რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, რომელთა რაოდენობა, მათი თქმით, მილიონს აღწევს.
„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციის სამინისტროსთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას?“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, მოქალაქეობის საკითხი საქართველოდან ყველა წასულისთვის მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში და არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ამასთან, მან დასვა კითხვა, თუ რატომ არ აღელვებს ხელისუფლებას აშშ-ში, ევროპაში მცხოვრები თანამემამულეების ბედი, რომლებსაც არ შეუძლიათ პირდაპირი რეისებით სარგებლობა და უჭირთ საქართველოში ჩამოსვლა.
„უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
უფრო ადრე პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმოს სავიზო რეჟიმი და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, მთავრობას მოუწოდა, დააწესოს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და მკაცრად გააკონტროლოს მათი შემოსვლა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის მოწოდების პასუხად განაცხადა, რომ ზურაბიშვილს თავისი აზრის გამოთქმის უფლება აქვს, მაგრამ შიდა და საგარეო პოლიტიკას მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განსაზღვრავს.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია, რადგან საქართველოს მხრიდან არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა, და ეს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.