https://sputnik-georgia.com/20230511/---------277589230.html
„ქართული ოცნება“: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას
„ქართული ოცნება“: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. იგი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაწყვიტა. 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T20:12+0400
2023-05-11T20:12+0400
2023-05-11T22:45+0400
საქართველო
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948139_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_923bf0c2bae900325927765a563d3350.jpg
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.ოპოზიციამ რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ჯილდო უწოდა ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებისთვის. მათი თქმით, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არავითარი კავშირი არ არის, ასე რომ იყოს აშშ-ს აქამდე ექნებოდა საქართველოსთან დაწესებული პირდაპირი ფრენები და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმებული სავიზო რეჟიმი, აღნიშნა მან.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ფრენების აღდგენა არანაირ გავლენას არ მოახდენს კანდიდატის სტატუსზე, როგორც ამას ოპოზიციაში აცხადებენ, და მაგალითად მოიყვანა თურქეთი და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ მათ პირდაპირი ფრენები აქვთ რუსეთთან.ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საავიაციო სექტორში და იყოს ფრთხილად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები განახორციელებენ, რომელთაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ.პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/14/250948139_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_eb59e4b9776e26d57c638f183ca9ad58.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
„ქართული ოცნება“: ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას
20:12 11.05.2023 (განახლებულია: 22:45 11.05.2023) საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. იგი ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაწყვიტა.
თბილისი, 11 მაისი — Sputnik. რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება და ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა არ ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ოპოზიციამ რუსეთის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირ ფრენებზე დაწესებული აკრძალვის მოხსნის შესახებ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ჯილდო უწოდა ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებისთვის. მათი თქმით, ამან, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.
„ოპოზიცია ცდილობს ყველაფრის ისე წარმოჩენას, თითქოს რუსეთთან პირდაპირი ფრენების ცალმხრივი აღდგენა ნიშნავს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ჩვენ გვესმის ასეთი სპეკულაციები პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.
სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის არავითარი კავშირი არ არის, ასე რომ იყოს აშშ-ს აქამდე ექნებოდა საქართველოსთან დაწესებული პირდაპირი ფრენები და საქართველოს მოქალაქეებისთვის გაუქმებული სავიზო რეჟიმი, აღნიშნა მან.
„ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა და სტრატეგიული პარტნიორობა სულ სხვა რამ", – განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, ფრენების აღდგენა არანაირ გავლენას არ მოახდენს კანდიდატის სტატუსზე, როგორც ამას ოპოზიციაში აცხადებენ, და მაგალითად მოიყვანა თურქეთი და მოლდოვა, რომლებიც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, მაგრამ მათ პირდაპირი ფრენები აქვთ რუსეთთან.
„ასეთი განცხადებები – მორიგი ბინძური პროვოკაციაა. არანაირი კავშირი არაა ფრენებსა და კანდიდატის სტატუსს შორის", – განაცხადა კობახიძემ.
ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით
კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს საავიაციო სექტორში და იყოს ფრთხილად სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერ შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულებით 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება უვიზო რეჟიმი, 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოში პირდაპირ ფრენებზე და ტურების გაყიდვაზე არსებული აკრძალვა. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოში ფრენებს მხოლოდ ის კომპანიები განახორციელებენ, რომელთაც საერთაშორისო სანქციები არ შეხებიათ.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით რუსეთმა 2019 წლის ზაფხულიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.