https://sputnik-georgia.com/20230511/premieri-prezidenti-armasrulebel-xelisuflebas-ar-warmoadgens-277593537.html
პრემიერი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს
პრემიერი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, კონსტიტუციური უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას. 11.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-11T23:04+0400
2023-05-11T23:04+0400
2023-05-11T23:05+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277498003_0:201:1600:1101_1920x0_80_0_0_999d311ab1f58992d27dd6d5a71186ce.jpg
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, მოუწოდა მთავრობას, დააწესოს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და მკაცრად გააკონტროლოს მათი შემოსვლა. ამასთან, მან რუსეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა.მან პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა ხალხის შეურაცხყოფაში. პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე ან ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია, და არა უნდა იყოს დაკავებული „კრემლის დაკრულზე ცეკვით" მის მიერვე შერჩეულ დროს.პრეზიდენტი: დიასპორაზე ზრუნვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამარტივებით იწყება>>„ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც „რუსეთის დაკრულზე ცეკვა" და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია, რადგან საქართველოს მხრიდან არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა, და ეს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.პრემიერი: ევროკავშირი განაგრძობს ვაჭრობას რუსეთთან, საქართველოს კი შეწყვეტისკენ მოუწოდებს>>საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/09/277498003_194:192:1519:1186_1920x0_80_0_0_9b1e8253dab8777ca5b00ddf98a0166f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
პრემიერი: საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს
23:04 11.05.2023 (განახლებულია: 23:05 11.05.2023) პრეზიდენტს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, კონსტიტუციური უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას.
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას, მაგრამ ისევე, როგორც ნებისმიერ ადამიანს, უფლება აქვს საკუთარი მოსაზრება გამოთქვას, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გააუქმოს სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა, მოუწოდა მთავრობას, დააწესოს ვიზები რუსეთის მოქალაქეებისთვის და მკაცრად გააკონტროლოს მათი შემოსვლა. ამასთან, მან რუსეთის გადაწყვეტილებას პროვოკაციული უწოდა.
„ქვეყნის პრეზიდენტს თავისი პოზიცია აქვს. იგი აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოადგენს, აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური. ასევე ჩვენი მმართველი პარტია და პარლამენტი. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვას... ყველაფერი, რაც უმარტივებს და აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობას, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან პრეზიდენტი ასევე დაადანაშაულა ხალხის შეურაცხყოფაში. პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე ან ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია, და არა უნდა იყოს დაკავებული „კრემლის დაკრულზე ცეკვით" მის მიერვე შერჩეულ დროს.
„ჩვენ თავმოყვარე და უძველესი ერი ვართ. ამას, რომ ამბობს ვიღაც „რუსეთის დაკრულზე ცეკვა" და რაღაცები, ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ცალმხრივია, რადგან საქართველოს მხრიდან არანაირი შეზღუდვა და აკრძალვა არ ყოფილა, და ეს ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.