https://sputnik-georgia.com/20230510/saqartvelos-mosaxleobis-umravlesoba-vizebis-gauqmebas-miesalmeba-mamraze-277545410.html
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიერ ვიზების გაუქმებას მიესალმება - პოლიტოლოგი
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიერ ვიზების გაუქმებას მიესალმება - პოლიტოლოგი
Sputnik საქართველო
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ხმაურს ატეხს და საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობაში დასდებს ბრალს. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T18:16+0400
2023-05-10T18:16+0400
2023-05-10T22:23+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302944_0:13:1280:734_1920x0_80_0_0_90ab69c541ebc184cb3e5f30f4a589c1.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მოხარულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, გაუქმდა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთთან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ. პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე მოიხსნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა. პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც ოდესღაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები იყვნენ, ხოლო მოგვიანებით თავიანთი პარტიები შექმნეს, დაიწყებენ ხელისუფლების დადანაშაულებას, რომ ის პრორუსული ძალაა და რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი დამსახურებაა. „ისინი დაიწყებენ ყვირილს, რომ, აი, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება" პრორუსულია, თითქოს მათ მიაღწიეს სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას და ა.შ. ისინი და სააკაშვილის ლობისტები საზღვარგარეთ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, როგორსაც აკეთებენ ანტიქართულად განწყობილი ჩინოვნიკები უკრაინაში", – განაცხადა მამრაძემ. ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე>>მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია დიდხანს ვერ იხმაურებს, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ფრენების აღდგენას და ეს პოლიტიკოსებმა იციან. „თავად ოპოზიციას ესმის, რომ ეს მათთვის წამგებიანია და ისინი ადამიანების გამოყვანას ვერ შეძლებენ", – განაცხადა მამრაძემ. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა. ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა>>ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260302944_291:46:1052:617_1920x0_80_0_0_bbae909ba2f5ca253fb28a77321d89e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთის მიერ ვიზების გაუქმებას მიესალმება - პოლიტოლოგი
18:16 10.05.2023 (განახლებულია: 22:23 10.05.2023) პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია ხმაურს ატეხს და საქართველოს ხელისუფლებას პრორუსულობაში დასდებს ბრალს.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მოხარულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების გამო, რომლის თანახმად, გაუქმდა ვიზები საქართველოს მოქალაქეებისთვის და პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა რუსეთთან, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ.
პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე მოიხსნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
„ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას, მე ვიტყოდი, აბსოლუტურ უმრავლესობას ეს გადაწყვეტილება უხარია. ყველამ კარგად ვიცით, რა მდგომარეობაში იყვნენ ქართველები, იტანჯებოდნენ ოჯახები, რომლებსაც ფრენა მესამე ქვეყნის გავლით უწევდათ. ეს ტანჯვა იყო", – განაცხადა მამრაძემ.
პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც ოდესღაც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელები იყვნენ, ხოლო მოგვიანებით თავიანთი პარტიები შექმნეს, დაიწყებენ ხელისუფლების დადანაშაულებას, რომ ის პრორუსული ძალაა და რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მათი დამსახურებაა.
„ისინი დაიწყებენ ყვირილს, რომ, აი, კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ „ქართული ოცნება" პრორუსულია, თითქოს მათ მიაღწიეს სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმებას და ა.შ. ისინი და სააკაშვილის ლობისტები საზღვარგარეთ გააკეთებენ ისეთ განცხადებებს, როგორსაც აკეთებენ ანტიქართულად განწყობილი ჩინოვნიკები უკრაინაში", – განაცხადა მამრაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიცია დიდხანს ვერ იხმაურებს, რადგან საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მიესალმება სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ფრენების აღდგენას და ეს პოლიტიკოსებმა იციან.
„თავად ოპოზიციას ესმის, რომ ეს მათთვის წამგებიანია და ისინი ადამიანების გამოყვანას ვერ შეძლებენ", – განაცხადა მამრაძემ.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.