https://sputnik-georgia.com/20230510/zurabisvili-frenebis-ardgena-da-savizo-rejimis-moxsna-morigi-rusuli-provokaciaa-277540062.html
ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა
ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამოსცა ბრძანებულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T16:08+0400
2023-05-10T16:08+0400
2023-05-10T21:08+0400
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539969_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_5a7a1c39fad184661d52e13a89b869a6.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას და პირდაპირი ფრენების აღდგენას პროვოკაციად აფასებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ვიზა საჭირო იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში დროებით საცხოვრებლად სამუშაოდ ან სწავლის მიღების მიზნით შევლენ. ასევე პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა>>საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/10/267539969_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_31418a799c8c788711a68a8f279f88f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები
ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა
16:08 10.05.2023 (განახლებულია: 21:08 10.05.2023) რუსეთის პრეზიდენტმა დღეს გამოსცა ბრძანებულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას და პირდაპირი ფრენების აღდგენას პროვოკაციად აფასებს.
„მორიგი რუსული პროვოკაცია! საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორია", – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში".
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 15 მაისიდან სავიზო რეჟიმი გააუქმა. ვიზა საჭირო იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსეთში დროებით საცხოვრებლად სამუშაოდ ან სწავლის მიღების მიზნით შევლენ.
ასევე პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.