https://sputnik-georgia.com/20230510/deputati-rusetis-mier-savizo-rejimis-gauqmebaze-277541886.html
ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
Sputnik საქართველო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა... 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T16:21+0400
2023-05-10T16:21+0400
2023-05-10T21:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271478935_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_4292efbfffd79b1a448f1c18e206a9d6.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და არაფერია ცუდი იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზებისა და პრობლემების გარეშე შეძლებენ რუსეთში გადაადგილებას, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების კომენტარისას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე მოიხსნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა ქვეყნის სათავეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. „გადაწყვეტილებას რაც შეეხება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე, საქართველოს მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თუ ახლა ამას მიიღებს რუსეთი, ესეც, რა თქმა უნდა, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება", – განაცხადა მაჭარაშვილმა. რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა>>რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. რუსეთმა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენების აკრძალვა გააუქმა>>საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/13/271478935_136:0:2867:2048_1920x0_80_0_0_5f0feadd9a1448166b5fa93925628021.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა
ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე
16:21 10.05.2023 (განახლებულია: 21:18 10.05.2023) რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი და რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა გააუქმა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. რუსეთმა ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო და არაფერია ცუდი იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზებისა და პრობლემების გარეშე შეძლებენ რუსეთში გადაადგილებას, განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, პარლამენტის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულების კომენტარისას.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე მოიხსნა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე აკრძალვა.
„სამართლებრივად ეს არის ცალმხრივი გადაწყვეტილება და თუ უვიზოდ ჩვენი მოქალაქეები იქიდან აქ ჩამოვლენ (პირდაპირი რეისით), ამ შემთხვევაში თუ არ იქნება გადაადგილების პრობლემა, ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ იმ დროს, როცა ქვეყნის სათავეში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო, საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
„გადაწყვეტილებას რაც შეეხება, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება, რომელიც თავის დროზე, საქართველოს მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო მიღებული ეს გადაწყვეტილება და თუ ახლა ამას მიიღებს რუსეთი, ესეც, რა თქმა უნდა, არის ცალმხრივი გადაწყვეტილება", – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსასვლელად ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.