https://sputnik-georgia.com/20230510/eqsperti-zurabisvilis-gancxadeba-vizebis-gauqmebaze-aradiplomatiuri-iyo-277546771.html
ექსპერტი: პრეზიდენტის განცხადება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე არადიპლომატიური იყო
ექსპერტი: პრეზიდენტის განცხადება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე არადიპლომატიური იყო
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას მორიგი პროვოკაცია უწოდა. 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T18:35+0400
2023-05-10T18:35+0400
2023-05-10T22:34+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_cdcd692d0dd774462a9d72de5c5c2814.jpg
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმების შესახებ ორ ქვეყანას შორის არანაირ დიპლომატიურ ჩარჩოში არ ჯდება, უფრო მეტიც, ის საქართველოს აზიანებს, განაცხადა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას. სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას „მორიგი რუსული პროვოკაცია" უწოდა. მისი თქმით, ეს მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და არ არის აღდგენილი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ექსპერტის თქმით, პრეზიდენტი აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი რგოლი გახდა, რაც მისი თანამდებობისთვის შეურაცხმყოფელია. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე გაუქმდა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა. ზურაბიშვილი: ფრენების აღდგენა და სავიზო შეზღუდვის მოხსნა მორიგი რუსული პროვოკაციაა>>რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა. ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ. ამაში ცუდი არაფერია - დეპუტატი რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე>>საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24332/76/243327670_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_f06f4e49dd518cef651a6f837c768e0a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები, საქართველო
ექსპერტი: პრეზიდენტის განცხადება სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე არადიპლომატიური იყო
18:35 10.05.2023 (განახლებულია: 22:34 10.05.2023) სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის გადაწყვეტილებას მორიგი პროვოკაცია უწოდა.
თბილისი, 10 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის გაუქმების შესახებ ორ ქვეყანას შორის არანაირ დიპლომატიურ ჩარჩოში არ ჯდება, უფრო მეტიც, ის საქართველოს აზიანებს, განაცხადა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას „მორიგი რუსული პროვოკაცია" უწოდა. მისი თქმით, ეს მიუღებელია, სანამ რუსეთი განაგრძობს აგრესიას უკრაინაზე და არ არის აღდგენილი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.
„საქართველოს პრეზიდენტი ლოგიკის მიღმაა. მისი განცხადებები და შეფასებები არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რომელიც უკავია. მგონია, რომ სულ ტყუილად ლაპარაკობდნენ მის დიპლომატიურ წარსულსა და კარიერაზე. მისი განცხადებები არცერთ დიპლომატიურ ჩარჩოში არ ჯდება, მხოლოდ აზიანებს საქართველოს", – განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტის თქმით, პრეზიდენტი აგიტაციისა და პროპაგანდის ერთ-ერთი რგოლი გახდა, რაც მისი თანამდებობისთვის შეურაცხმყოფელია.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2023 წლის 15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმდა. ასევე გაუქმდა რუსული ავიაკომპანიების საქართველოში ფრენებისა და ტურების გაყიდვის აკრძალვა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.