https://sputnik-georgia.com/20230510/----------277556972.html
ზახაროვა ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
ზახაროვა ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ნეგატიურად გამოეხმაურა რუსი კოლეგის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების... 10.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-10T20:22+0400
2023-05-10T20:22+0400
2023-05-11T14:51+0400
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
საქართველო
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274898511_0:0:1600:900_1920x0_80_0_0_e257e7702210651a76919262f985476b.jpg
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსეთი იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებისა და მის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდება. 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებზე აკრძალვა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელია.„პირველ რიგში, დღეს ჩვენ ამ საკითხზე დეტალური კომენტარი გამოვაქვეყნეთ და, მეორეც, გადავდგით ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, რისი უფლებაც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ჩვენი განზრახვის, მისი განხორციელების მზადყოფნისა და აღსრულების ფორმების შესახებ. ჩვენ ჩვენი ამოცანა და სურვილი სრულად განვმარტეთ. შემდგომ ვიმოქმედებთ კონკრეტული ნაბიჯებიდან და განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე", – განაცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებთან.მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავიამიმოსვლის აღდგენისა და რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ოფიციალური კომენტარი გამოაქვეყნა.დარჩიაშვილი: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება მისასალმებელია>>>რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274898511_90:0:1290:900_1920x0_80_0_0_95d93d9054b15f9dbed571f4b948f5e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, საქართველო, პოლიტიკა, ახალი ამბები
ზახაროვა ფრენების აღდგენის და ვიზების გაუქმების თაობაზე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება
20:22 10.05.2023 (განახლებულია: 14:51 11.05.2023) საქართველოს პრეზიდენტი ნეგატიურად გამოეხმაურა რუსი კოლეგის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. რუსეთი იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლების კონკრეტული ნაბიჯებისა და მის მიერ განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 15 მაისიდან ამოქმედდება. 10 მაისიდან კი მოიხსნა საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებზე აკრძალვა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება პროვოკაცია და საქართველოს ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევაა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ სავიზო რეჟიმის გაუქმება ჰუმანიტარული თვალსაზრისით მისასალმებელია.
„პირველ რიგში, დღეს ჩვენ ამ საკითხზე დეტალური კომენტარი გამოვაქვეყნეთ და, მეორეც, გადავდგით ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნიდან გამომდინარე, რისი უფლებაც გვაქვს. ჩვენ გავაკეთეთ განცხადება ჩვენი განზრახვის, მისი განხორციელების მზადყოფნისა და აღსრულების ფორმების შესახებ. ჩვენ ჩვენი ამოცანა და სურვილი სრულად განვმარტეთ. შემდგომ ვიმოქმედებთ კონკრეტული ნაბიჯებიდან და განხორციელებული ქმედებებიდან გამომდინარე", – განაცხადა ზახაროვამ ჟურნალისტებთან.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავიამიმოსვლის აღდგენისა და რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ოფიციალური
კომენტარი გამოაქვეყნა.
რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს დააწესა. რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. საქართველომ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად 2012 წელს გააუქმა.
პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით 2019 წლის ზაფხულიდან რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში გამართული ანტირუსული აქციები. მასობრივი აქციის მიზეზი გახდა საქართველოს პარლამენტში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენა, რომელიც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობდა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.