https://sputnik-georgia.com/20230506/6--7-maiss-evropis-dgeebi-aginishneba-277404046.html
6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
Sputnik საქართველო
ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. 06.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-06T17:21+0400
2023-05-06T17:21+0400
2023-05-06T17:21+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713846_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_46bdf5cf2a6b7fabf6bdb49d730bcdbf.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს ევროპასთან და ევროპელ ხალხთან ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.დღეს, 6 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ესპანური დღე იმართება.მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ორბელიანის მოედანზე სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა - „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს.9 მაისს თბილისში კონცერტი „ევროპისათვის“ გაიმართება>>>ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გგაუმასპინძლდება.შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. ევროპის დღეების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/0d/251713846_166:0:2834:2001_1920x0_80_0_0_d58c8b5430fbaf08034a9bf0cf233b43.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, პოლიტიკა, საქართველოს მთავრობა
6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება
ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს ევროპასთან და ევროპელ ხალხთან ძალიან ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობა აკავშირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ევროპის დღის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 6 და 7 მაისს საქართველოში ევროპის დღეები აღინიშნება.
„ეს ფასეულობები ეფუძნება ჩვენს ქართულ, იდენტურ, ქრისტიანულ ღირებულებებს და ამაზე არის დაფუძნებული თანამედროვე ევროპაც. შესაბამისად, ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო ელჩებო, პატივცემულო სტუმრებო, მე მჯერა, რომ საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და საქართველო შევა ევროპაში საკუთარი ტრადიციებით”, - განაცხადა პრემიერმა.
დღეს, 6 მაისს, ევროპის დღეების ფარგლებში, ესპანური დღე იმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში, ორბელიანის მოედანზე სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა და ინსტალაციები დახვდებათ.
მოეწყობა ტრადიციული სამოსის გამოფენა, ყვავილების გამოფენა და ფოტოკუთხე. ესპანურ დღეზე მოსულ სტუმრებს ასევე შეეძლებათ დააგემოვნონ ესპანური სამზარეულო. ესპანურ დღეებს ცნობილი ესპანელი მოცეკვავის ანტონიო გადესის თეატრალური წარმოდგენა - „ცეცხლოვანი ფლამენგოს შოუ“ დაასრულებს.
ევროპული დღეების ფარგლებში, 7 მაისს შვედური დღე გაიმართება. შვედურ დღესთან დაკავშირებით მოეწყობა შვედი შეფის გუსტავ ლეონჰარდის მასტერკლასი. გგაუმასპინძლდება.
შვედური დღის ფარგლებში მოეწყობა ასევე შვედი ავტორების წიგნების გამოფენა-გაყიდვა. შვედურ დღეს შვედური ჯგუფის „რილტონ ვანერისა“ და მომღერალ სოფია კარლსონის კონცერტები დაასრულებს.
ევროპის დღეები - ღონისძიებათა სერიაა, რომელიც ყოველწლიურად მაისის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში იმართება. ევროპის დღეების ორგანიზატორია ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ასევე ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები. ღონისძიებათა მიზანია - საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის მიერ ქვეყანაში განხორციელებული პროგრამების გაცნობა.