9 მაისს თბილისში კონცერტი „ევროპისათვის“ გაიმართება

© President of Georgiaპრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე
პრეზიდენტის რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2023
გამოწერა
კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
თბილისი, 6 მაისი— Sputnik. კონცერტი სახელწოდებით „ევროპისთვის" ორბელიანების სასახლის წინ, ათონელის ქუჩაზე 9 მაისს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ზურა რამიშვილის ჯაზ-კვარტეტი და მუსიკოსები- გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე, ლიზა კერესელიძე, კატო კვარაცხელია, სალიო, ნიკალა ზუბიაშვილი და დათა მუნჯიშვილი.
უწყების ცნობით, კონცერტი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართება.
ღონისძიება21:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0