https://sputnik-georgia.com/20230505/tbilissi-atasze-met-policielze-gatvlili-policiis-qalaqis-msenebloba-daiwyo-277384947.html
თბილისში ათასზე მეტი პოლიციელის ოჯახზე გათვლილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო
თბილისში ათასზე მეტი პოლიციელის ოჯახზე გათვლილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო
Sputnik საქართველო
პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1 კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T20:16+0400
2023-05-05T20:16+0400
2023-08-23T09:04+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ვახტანგ გომელაური
ირაკლი ღარიბაშვილი
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277379907_0:165:1600:1066_1920x0_80_0_0_e6a42227a7b486a56b9409ef646423f5.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისში „პოლიციის ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო.გასული წლის დეკემბერის ბოლოს შსს-მ ტენდერის შედეგებით „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე 125 მლნ ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერის პირობების თანახმად, ყველა ბინა უნდა იყოს 65-დან 72 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, აივნებით, სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი, მისაღებით და საძინებლით, ასევე ერთი სველი წერტილით. ბინები ჩაბარდება „შავი კარკასის" მდგომარეობით.მშენებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად დააფინანსებს. ამასთან, თანხის 15% გაიცემა ავანსის სახით, 55% – ეტაპობრივად სამუშაოების დასრულების მიხედვით, 25% – მომდევნო წლის მეორე კვარტალში სამუშაოებს დასრულების შემდეგ, და 5% – ყველა დეფექტის აღმოფხვრის შემდეგ.პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277379907_179:0:1600:1066_1920x0_80_0_0_7b01fbb9da05f484eabc0db6edc6eba5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ვახტანგ გომელაური , ირაკლი ღარიბაშვილი , თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ვახტანგ გომელაური , ირაკლი ღარიბაშვილი , თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თბილისში ათასზე მეტი პოლიციელის ოჯახზე გათვლილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა დაიწყო
20:16 05.05.2023 (განახლებულია: 09:04 23.08.2023) პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ – 1 კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისში „პოლიციის ქალაქის“ სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა. უწყების ცნობით, ერთ-ერთი შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.
„მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში. მშენებელი კომპანია გვპირდება, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ალბათ ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ ათასზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პროექტის ღირებულება შეადგენს დაახლოებით 125 მლნ ლარს, საიდანაც პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, ხოლო დანარჩენს დაფარავს სახელმწიფო.
„მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი. „პოლიციის ქალაქების“ მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩვენი სურვილიც არის, რომ ეს საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული“, – განაცხადა პრემიერმა.
გასული წლის დეკემბერის ბოლოს შსს-მ ტენდერის შედეგებით „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე 125 მლნ ლარის ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერის პირობების თანახმად, ყველა ბინა უნდა იყოს 65-დან 72 კვადრატულ მეტრამდე ფართობის, აივნებით, სტუდიოს ტიპის სამზარეულოთი, მისაღებით და საძინებლით, ასევე ერთი სველი წერტილით. ბინები ჩაბარდება „შავი კარკასის" მდგომარეობით.
მშენებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეტაპობრივად დააფინანსებს. ამასთან, თანხის 15% გაიცემა ავანსის სახით, 55% – ეტაპობრივად სამუშაოების დასრულების მიხედვით, 25% – მომდევნო წლის მეორე კვარტალში სამუშაოებს დასრულების შემდეგ, და 5% – ყველა დეფექტის აღმოფხვრის შემდეგ.
პროექტი „პოლიციის ქალაქი" საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.