https://sputnik-georgia.com/20230505/rijvadzem-atm-yearbook-batumis-shesaxeb-isaubra-277373053.html
რიჟვაძემ გამოცემა ATM Yearbook-თან აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა
რიჟვაძემ გამოცემა ATM Yearbook-თან აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T15:00+0400
2023-05-05T15:00+0400
2023-05-05T20:56+0400
საქართველო
აჭარა
აჭარის მთავრობა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
ტურიზმი
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507949_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_2fbd403cc2ba6ee69bda70cffcb9ca4e.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქალაქი ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებით, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა ATM Yearbook-სთვის მიცემულ ინტერვიუში.თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ATM Dubai 2023-ზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმი დამსახურებულად ატარებს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნესის მიმართულების სტატუსს და ის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ხელშეუხებელი მწვანე ბუნებითა და მშვენიერი ზღვის სანაპიროთი.საქართველოს ტურისტული პოტენციალი დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი>>>როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი აგრძელებს განვითარებას, ამიტომაც თანამედროვე შენობებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული ადგილების რეაბილიტაციასა და ძველი ქალაქის კონსერვაციას.გარდა ამისა, ბათუმი გამოირჩევა როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილებით, ისე თავისი ბიზნეს-მეგობრული გარემოთი.„საქართველომ და აჭარის რეგიონმა გლობალური გამოწვევების წინაშე შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა და საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყანაში სწორი კურსის დაცვა, განსაკუთრებით რეგიონში", – აღნიშნა რიჟვაძემ.აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".
საქართველო
აჭარა
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/05/252507949_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_ba9fab9bee636d563058fca304e096c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, აჭარა , აჭარის მთავრობა , არაბთა გაერთიანებული საამიროები , ტურიზმი, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
რიჟვაძემ გამოცემა ATM Yearbook-თან აჭარის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა
15:00 05.05.2023 (განახლებულია: 20:56 05.05.2023) აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქალაქი ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებით, განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროების ტურისტული გამოცემა ATM Yearbook-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
თორნიკე რიჟვაძე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარე ტურისტულ გამოფენა ATM Dubai 2023-ზე იმყოფება. ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 52 ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი.
„ბათუმი არის ადგილი, სადაც ისტორია ხვდება თანამედროვეობას ახალი ტენდენციებით და ახალი ბიზნეს-შესაძლებლობებით. ბათუმი ყოველთვის იქნება ძველისა და თანამედროვეს ნაზავი", – თქვა რიჟვაძემ ინტერვიუში.
როგორც აჭარის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბათუმი დამსახურებულად ატარებს ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული და ბიზნესის მიმართულების სტატუსს და ის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია თავისი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით, ხელშეუხებელი მწვანე ბუნებითა და მშვენიერი ზღვის სანაპიროთი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბათუმი აგრძელებს განვითარებას, ამიტომაც თანამედროვე შენობებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიული ადგილების რეაბილიტაციასა და ძველი ქალაქის კონსერვაციას.
გარდა ამისა, ბათუმი გამოირჩევა როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილებით, ისე თავისი ბიზნეს-მეგობრული გარემოთი.
„საქართველომ და აჭარის რეგიონმა გლობალური გამოწვევების წინაშე შესანიშნავი გამძლეობა აჩვენა და საერთაშორისო ბიზნესის მნიშვნელოვან რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება და ქვეყანაში სწორი კურსის დაცვა, განსაკუთრებით რეგიონში", – აღნიშნა რიჟვაძემ.
აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად ივნისის შუა რიცხვებში იხსნება. ყველაზე ფერადი და საინტერესო ფესტივალი იწყება ტრადიციული სლოგანით – „ზაფხული იწყება აქ".