https://sputnik-georgia.com/20230505/ra-ganixila-raribasvilma-ssf-misiis-xelmzrvaneltan-277388961.html
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან
Sputnik საქართველო
პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ საქართველომ დამაჯერებელი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ეს დინამიკა შენარჩუნებულია... 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T22:14+0400
2023-05-05T22:14+0400
2023-05-05T23:21+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277387310_0:137:1600:1037_1920x0_80_0_0_62cbb2687ca42461f96b2bbaa50f5e78.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF, სსფ) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსის შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც, პრაქტიკულად, ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტის, იმპორტის, ფულადი გადმორიცხვების, საწარმოების ბრუნვის ზრდა. 2021–2022 წლებში ქვეყანაში მშპ-ის ორნიშნა ზრდა იყო.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება აღნიშნული დინამიკა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა. ეკონომიკის ზრდის რელური საშუალო მაჩვენებელი 2022 წელს 10,1% იყო.სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შედეგი მოაქვს - ხელისუფლება სავალუტო ფონდის პროგნოზზე>>რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 7,3% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში – 7,2%.გარდა ამისა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას მისი მნიშვნელობა აღნიშნა.მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონსს მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა>>საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გასულ წელს დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). ფონდმა საქართველოს 70 მლნ დოლარი უკვე გამოუყო.საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/05/277387310_114:0:1535:1066_1920x0_80_0_0_365b089a28d93bf1eeba5e43d1c93fe6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, საქართველო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი
რა განიხილა საქართველოს პრემიერმა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან
22:14 05.05.2023 (განახლებულია: 23:21 05.05.2023) პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ საქართველომ დამაჯერებელი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, ეს დინამიკა შენარჩუნებულია, განაცხადეს შეხვედრაზე.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF, სსფ) შუა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონსის შეხვედრაზე საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც, პრაქტიკულად, ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტის, იმპორტის, ფულადი გადმორიცხვების, საწარმოების ბრუნვის ზრდა. 2021–2022 წლებში ქვეყანაში მშპ-ის ორნიშნა ზრდა იყო.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის შემდეგ ქვეყანამ ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა აჩვენა და, მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა, კვლავ გრძელდება აღნიშნული დინამიკა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა. ეკონომიკის ზრდის რელური საშუალო მაჩვენებელი 2022 წელს 10,1% იყო.
რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ საქართველოში 2023 წლის მარტში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შეადრებით, 7,3% შეადგინა, ხოლო მშპ-ის რეალურმა ზრდამ პირველ კვარტალში – 7,2%.
გარდა ამისა, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან შეხვედრაზე ღარიბაშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე პროგრამის განხილვისას მისი მნიშვნელობა აღნიშნა.
მთავრობის მეთაურმა ჯეიმს ჯონსს მადლობა გადაუხადა საქართველოს სტრუქტურული, ფინანსური და ეკონომიკური რეფორმების გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მტკიცე მხარდაჭერისთვის. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა კვლავ რეფორმების ერთგულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ გასულ წელს დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR). ფონდმა საქართველოს 70 მლნ დოლარი უკვე გამოუყო.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე.
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.