https://sputnik-georgia.com/20230413/saxelmwifos-ekonomikur-politikas-shedegi-moaqvs-mtavrobis-ganmarteba-276690360.html
სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შედეგი მოაქვს - ხელისუფლება სავალუტო ფონდის პროგნოზზე
სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შედეგი მოაქვს - ხელისუფლება სავალუტო ფონდის პროგნოზზე
Sputnik საქართველო
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს ინფლაციის დონე მიზნობრივზე მაღალი იქნება და 6%-ს შეადგენს. 13.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-13T10:49+0400
2023-04-13T10:49+0400
2023-04-13T18:01+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_0:105:2000:1230_1920x0_80_0_0_5d9903371ad999ef5eb64c05580ec815.jpg
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზი სახელმწიფოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს გაიზრდება 4%-ით. შესაბამისად, იანვრის შეფასებასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არ შეცვლილა.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის.„საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აღნიშნა ცინცაძემ.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი უცვლელად დატოვა>>>მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებისა და სტრუქტურული-ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე.„ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ეკონომიკა“, – განაცხადა ცინცაძემ.ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.„ეს საშუალებას მოგვცემს მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნეს-საქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე“, – განაცხადა ცინცაძემ.სსფ-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზები ანალოგიურია. სებ-ის საბაზისო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კორონავირუსის პანდემიის წინა პერიოდის 4%-ის დონეზე იქნება. ამასთან, წელს ბიუჯეტში ეკონომიკის ზრდა 5%-ის დონეზეა ნავარაუდევი.მარეგულირებლის თქმით, ამჟამინდელი, 2022 წელს ნავარაუდევი 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადით და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი ტემპით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/38/238693861_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_681a82f7963ab4198627410aa5bc07fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
სახელმწიფოს ეკონომიკურ პოლიტიკას შედეგი მოაქვს - ხელისუფლება სავალუტო ფონდის პროგნოზზე
10:49 13.04.2023 (განახლებულია: 18:01 13.04.2023) საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2023 წელს ინფლაციის დონე მიზნობრივზე მაღალი იქნება და 6%-ს შეადგენს.
თბილისი, 13 აპრილი — Sputnik. საქართველოს შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზი სახელმწიფოს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მეტყველებს, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ დუნდუამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს გაიზრდება 4%-ით. შესაბამისად, იანვრის შეფასებასთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი არ შეცვლილა.
„აღნიშნული შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, საერთაშორისო მნიშვნელობის მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები მყარ საფუძველს უქმნის ქვეყანას ეკონომიკაში წამყვანი პოზიციის დასაკავებლად“, – განაცხადა დუნდუამ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ცინცაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ საქართველო ლიდერია როგორც რეგიონის, ისე ევროპის ქვეყნებს შორის.
„საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, მათ შორის იმაზე მეტად, ვიდრე ამას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, – აღნიშნა ცინცაძემ.
მისი თქმით, მთავრობა აქტიურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარებისა და სტრუქტურული-ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე.
„ეს, რა თქმა უნდა, მოგვცემს საშუალებას უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ეკონომიკა“, – განაცხადა ცინცაძემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია ქვეყანაში საინვესტიციო და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესება, რაზეც მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.
„ეს საშუალებას მოგვცემს მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ და უფრო მეტად გავააქტიუროთ ბიზნეს-საქმიანობა ქვეყანაში, რაც პირდაპირპროპორციულად ნიშნავს მეტ დასაქმებას, ეკონომიკაში ტექნოლოგიების, ინოვაციების და ცოდნის მეტ ტრანსფერს და ეს პირდაპირპროპორციულად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდაზე“, – განაცხადა ცინცაძემ.
სსფ-ისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზები ანალოგიურია. სებ-ის საბაზისო სცენარის მიხედვით, 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა შენელდება და კორონავირუსის პანდემიის წინა პერიოდის 4%-ის დონეზე იქნება. ამასთან, წელს ბიუჯეტში ეკონომიკის ზრდა 5%-ის დონეზეა ნავარაუდევი.
მარეგულირებლის თქმით, ამჟამინდელი, 2022 წელს ნავარაუდევი 10%-იანი ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებულია უცხოელი ვიზიტორების ნაკადით და მათი მზარდი ხარჯებით, ასევე დაკრედიტების მაღალი ტემპით.