https://sputnik-georgia.com/20230505/mtvaris-dabneleba-savsemtvareoba-277381530.html
5 მაისი - მთვარის დაბნელება, სავსემთვარეობა და მისი გავლენა ადამიანებზე
5 მაისი - მთვარის დაბნელება, სავსემთვარეობა და მისი გავლენა ადამიანებზე
Sputnik საქართველო
5 მაისს მთავრდება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 20 აპრილს მზის დაბნელებით დაიწყო. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T19:00+0400
2023-05-05T19:00+0400
2023-05-05T22:31+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856902_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_46d4ff0ca21b42dfe576b3280cdc0294.jpg
5 მაისს მთვარის დაბნელება იქნება. ამასთან, ამ დღეს არის სავსემთვარეობა. მთვარე მორიელის ნიშანშია.მთვარის დისკი განათებული იქნება, თუმცა სიკაშკაშე მოაკლდება.მთვარის დაბნელება დაიწყება 19:14 საათზე. პიკი იქნება 21:23 საათზე. მთვარის ჩრდილოეთის კიდის დაბნელება შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესამჩნევი. მთვარის დაბნელება 23:31 საათზე დასრულდება. მთლიანად ეს პროცესი 4 საათსა და 17 წუთს გაგრძელდება.მზის დაბნელებამ 20 აპრილს გახსნა დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 მაისს მთვარის დაბნელებით დამთავრდება.დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება მოაქვს.დერეფნის გავლენა პირველ დაბნელებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მეორე დაბნელებიდან ერთ კვირაში მთავრდება. განსაკუთრებით საშიში პერიოდია სამი დღე დაბნელებამდე და დაბნელების შემდეგ.დაბნელებები თავისთავად ცუდს არაფერს გვიქადის, თუ მარტივ რეკომენდაციებს დავიცავთ.თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს:რისი გაკეთება შეიძლება 5 მაისსმთვარის დაბნელება მორიელის ნიშანში წამოწევს ისეთ თემებს, როგორიცაა ემოციური გაწმენდა და გათავისუფლება.როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>მორიელის, წყლის სტიქიის მართვა ნიშნავს, რომ ამ დაბნელების შედეგები რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება საგრძნობი. ეს გავლენები, შესაძლოა, ფარული იყოს, ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ.ეს დღე შეიძლება იყოს ღალატის, მოტყუების, თაღლითობის დღე. ასევე არ ღირს ამ დღეს ვინმეს გზაზე გადაეღობოთ. მან შეიძლება წყენა გულში ჩაიდოს და მომავალში შურისძიებას შეეცადოს.ამ დღეს ასევე გამძაფრდება ეჭვიანობა, მანიპულაციებისადმი მიდრეკილება.გლობალურ დონეზე დაბნელება გაზეთებს, გამოცემებს, ჟურნალებს ტყუილისკენ უბიძგებს, ამიტომ ამ დღეს ყველას ნუ ენდობით და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.როგორც აღვნიშნეთ, დღეს სავსემთვარეობაცაა. ეს ორივე მოვლენა ერთდროულად დიდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე, ამიტომ არ იღელვოთ, მორიდეთ უარყოფით განცდებს, დეპრესიულ აზრებს, აპათიაში ჩავარდნას. გაატარეთ ეს დღე მშვიდად და მოერიდეთ კონფლიქტებს.
https://sputnik-georgia.com/20221221/astrologia-sasisi-dreebi-2023-wels-273266376.html
https://sputnik-georgia.com/20190104/planetebis-zemoqmedeba-adamianebis-cxovrebaze-243745983.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1c/251856902_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_6db7a4501697735a5d451ed51db908e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
5 მაისი - მთვარის დაბნელება, სავსემთვარეობა და მისი გავლენა ადამიანებზე
19:00 05.05.2023 (განახლებულია: 22:31 05.05.2023) 5 მაისს მთავრდება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 20 აპრილს მზის დაბნელებით დაიწყო.
5 მაისს მთვარის დაბნელება იქნება. ამასთან, ამ დღეს არის სავსემთვარეობა. მთვარე მორიელის ნიშანშია.
მთვარის დისკი განათებული იქნება, თუმცა სიკაშკაშე მოაკლდება.
მთვარის დაბნელება დაიწყება 19:14 საათზე. პიკი იქნება 21:23 საათზე. მთვარის ჩრდილოეთის კიდის დაბნელება შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესამჩნევი. მთვარის დაბნელება 23:31 საათზე დასრულდება. მთლიანად ეს პროცესი 4 საათსა და 17 წუთს გაგრძელდება.
მზის დაბნელებამ 20 აპრილს გახსნა დაბნელებების დერეფანი, რომელიც 5 მაისს მთვარის დაბნელებით დამთავრდება.
დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება მოაქვს.
დერეფნის გავლენა პირველ დაბნელებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იწყება და მეორე დაბნელებიდან ერთ კვირაში მთავრდება. განსაკუთრებით საშიში პერიოდია სამი დღე დაბნელებამდე და დაბნელების შემდეგ.
დაბნელებები თავისთავად ცუდს არაფერს გვიქადის, თუ მარტივ რეკომენდაციებს დავიცავთ.
რისი გაკეთება არ შეიძლება ამ დღეს:
ახალი წამოწყებები, ქორწილი ოპერაციები, მათ შორის, ესთეტიკური მიმართულებით ავტომობილის, სახლის, ძვირადღირებული ნივთების ყიდვა რისი გაკეთება შეიძლება 5 მაისს
ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება მძიმე საკვებზე უარის თქმა სხეულისა და სულის გაწმენდის პროცედურები. მთვარის დაბნელება მორიელის ნიშანში წამოწევს ისეთ თემებს, როგორიცაა ემოციური გაწმენდა და გათავისუფლება.
მორიელის, წყლის სტიქიის მართვა ნიშნავს, რომ ამ დაბნელების შედეგები რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება საგრძნობი. ეს გავლენები, შესაძლოა, ფარული იყოს, ამიტომ ასტროლოგები გვირჩევენ, მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
ეს დღე შეიძლება იყოს ღალატის, მოტყუების, თაღლითობის დღე.
არ ღირს დღეს ფულის დახარჯვა – ეს ასტროლოგების განსაკუთრებული და დაჟინებული რჩევაა.
ასევე არ ღირს ამ დღეს ვინმეს გზაზე გადაეღობოთ. მან შეიძლება წყენა გულში ჩაიდოს და მომავალში შურისძიებას შეეცადოს.
ამ დღეს ასევე გამძაფრდება ეჭვიანობა, მანიპულაციებისადმი მიდრეკილება.
გლობალურ დონეზე დაბნელება გაზეთებს, გამოცემებს, ჟურნალებს ტყუილისკენ უბიძგებს, ამიტომ ამ დღეს ყველას ნუ ენდობით და ამ ინფორმაციებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ.
როგორც აღვნიშნეთ, დღეს სავსემთვარეობაცაა. ეს ორივე მოვლენა ერთდროულად დიდ გავლენას მოახდენს ადამიანებზე, ამიტომ არ იღელვოთ, მორიდეთ უარყოფით განცდებს, დეპრესიულ აზრებს, აპათიაში ჩავარდნას. გაატარეთ ეს დღე მშვიდად და მოერიდეთ კონფლიქტებს.