https://sputnik-georgia.com/20230505/mdinaraze-opozicia-arajansar-propagandas-eweva-277384665.html
ოპოზიცია არაჯანსაღ პროპაგანდას ეწევა - მდინარაძე
ოპოზიცია არაჯანსაღ პროპაგანდას ეწევა - მდინარაძე
Sputnik საქართველო
იმას, რაც საქართველოს მოსახლეობის 90%-ს არ მოსწონს, ოპოზიცია დასავლურ ფასეულობებს უწოდებს, მიიჩნევს დეპუტატი. 05.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-05T19:48+0400
2023-05-05T19:48+0400
2023-05-05T22:46+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ქართული ოცნება
ქართული ოპოზიცია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_0:0:2048:1152_1920x0_80_0_0_3da47c8d42f2f1d2e8b749e86fab2494.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი არაჯანსაღ პროპაგანდას დასავლურს უწოდებს, ამით ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ საქმეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.ოპოზიციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გუშინ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების (CPAC) კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით, ჰომოფობიურ განცხადებებში დასდო ბრალი. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პრემიერი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს.მდინარაძის თქმით, არაჯანსაღ პროპაგანდას მიეკუთვნება ისიც, რომ საზოგადოებას უმალავენ პრემიერის გამოსვლას აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე და ევროპას წარმოადგენენ, როგორც ლგბტ–პროპაგანდის ავანგარდს.„ინფორმაცია ასე დომინირებდა: ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს, ხოლო არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს და ამით აფუჭებდნენ ევროპულ საქმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა, იმას, რაც ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს არ მოსწონს, ოპოზიცია დასავლურ ღირებულებებს უწოდებს.ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო გლობალური წესრიგის შეცვლა სახელმწიფოებისგან გლობალურ თანამშრომლობასა და ერთიანობას მოითხოვს. მისი თქმით, ერთიანობისთვის ძალას იძლევა ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც ქვეყნის მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს: რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, წინაპრების, მშობლების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული.მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო - საქართველოს პრემიერი>>ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აღნიშნა პრემიერმა.ღარიბაშვილის თქმით, ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249832673_166:0:1881:1286_1920x0_80_0_0_7f5e9962e9c1d28da02eed8c8c3dc654.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ქართული ოცნება , ქართული ოპოზიცია
ოპოზიცია არაჯანსაღ პროპაგანდას ეწევა - მდინარაძე
19:48 05.05.2023 (განახლებულია: 22:46 05.05.2023) იმას, რაც საქართველოს მოსახლეობის 90%-ს არ მოსწონს, ოპოზიცია დასავლურ ფასეულობებს უწოდებს, მიიჩნევს დეპუტატი.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ქართული ოპოზიციის ნაწილი არაჯანსაღ პროპაგანდას დასავლურს უწოდებს, ამით ცუდ გავლენას ახდენს საქართველოს ევროპულ საქმეზე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ოპოზიციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც გუშინ უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების (CPAC) კონფერენციაზე გამოვიდა სიტყვით, ჰომოფობიურ განცხადებებში დასდო ბრალი. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, პრემიერი ერთმანეთში ურევს პატრიოტიზმს, კონსერვატიზმსა და რუსულ გზავნილებს.
„როდესაც უფლებების დაცვაზეა საუბარი, ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებზეა ლაპარაკი, აქ უნდა იყოს ყველა ცივილიზებული ქვეყანა შეუვალი. მაგრამ როდესაც პროპაგანდაზეა საუბარი, რომელიც თავისი შინაარსით არის არაჯანსაღი, აქ აბსოლუტურად სხვა რამესთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, არაჯანსაღ პროპაგანდას მიეკუთვნება ისიც, რომ საზოგადოებას უმალავენ პრემიერის გამოსვლას აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე და ევროპას წარმოადგენენ, როგორც ლგბტ–პროპაგანდის ავანგარდს.
„ინფორმაცია ასე დომინირებდა: ყველაფერ ეროვნულს უწოდებდნენ რუსულს, ხოლო არაჯანსაღ პროპაგანდას უწოდებდნენ დასავლურს და ამით აფუჭებდნენ ევროპულ საქმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
პოლიტიკოსის თქმით, სწორედ ეს არის არაჯანსაღი პროპაგანდა, იმას, რაც ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს არ მოსწონს, ოპოზიცია დასავლურ ღირებულებებს უწოდებს.
„(პრემიერმა) ანტიდასავლური განცხადებები გააკეთაო. თუკი ჩვენს ეროვნულს, ტრადიციულს ასეთ ღირებულებებს ვარქმევთ, ამით რას ვეუბნებით ჩვენს საზოგადოებას, რომლის 90%-ზე მეტს ამ მიმართულებით სწორი წარმოდგენა აქვს? რომ, თურმე, თქვენ რაც არ მოგწონთ, ის არის დასავლური“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ბუდაპეშტში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო გლობალური წესრიგის შეცვლა სახელმწიფოებისგან გლობალურ თანამშრომლობასა და ერთიანობას მოითხოვს. მისი თქმით, ერთიანობისთვის ძალას იძლევა ტრადიციული ფასეულობები, რომლებიც ქვეყნის მთელ ისტორიასა და კულტურას განსაზღვრავს: რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, წინაპრების, მშობლების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული.
ყველაფერი შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, აღნიშნა პრემიერმა.
ღარიბაშვილის თქმით, ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ქართველ ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა.