https://sputnik-georgia.com/20230504/seqsualuri-danashauli-ramdeni-dasajes-277334655.html
სექსუალური დანაშაული საქართველოში: რამდენი დასაჯეს?
სექსუალური დანაშაული საქართველოში: რამდენი დასაჯეს?
Sputnik საქართველო
მიმდინარე წლის სამ თვეში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T10:53+0400
2023-05-04T10:53+0400
2023-05-04T17:39+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/86/238708663_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_fb36c71fc8859c5962ee967b25a73a35.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში სექსუალურ ნიადაგზე ჩდენილი დანაშაულების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,12%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებული 88 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საიდანაც 52 უკვე გახსნილია. „გაუპატიურების“ მუხლით აღძრულია 27 საქმე.კახეთში გარდაიცვალა ბებია, რომელზეც მისი შვილიშვილი ძალადობდა>>>გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს 10 სისხლის სამართლის საქმე მუხლით „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება", ორი საქმე მუხლით „სექსუალური კავშირის იძულება", 30 საქმე „სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“), 19 საქმე კი „გარყვნილი ქმედების" მუხლით.საანგარიშო პერიოდში სექსუალური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიეცა 74 პირი. მათგან 9 გაუპატიურების, 23 არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის, 9 კი გარყვნილი ქმედების ბრალდებით.2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23870/86/238708663_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_4755f016cf926667cfd7ff1aebcc7291.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
სექსუალური დანაშაული საქართველოში: რამდენი დასაჯეს?
10:53 04.05.2023 (განახლებულია: 17:39 04.05.2023) მიმდინარე წლის სამ თვეში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში სექსუალურ ნიადაგზე ჩდენილი დანაშაულების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,12%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში სექსუალურ დანაშაულთან დაკავშირებული 88 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, საიდანაც 52 უკვე გახსნილია. „გაუპატიურების“ მუხლით აღძრულია 27 საქმე.
გარდა ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა აღძრეს 10 სისხლის სამართლის საქმე მუხლით „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება", ორი საქმე მუხლით „სექსუალური კავშირის იძულება", 30 საქმე „სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან“), 19 საქმე კი „გარყვნილი ქმედების" მუხლით.
საანგარიშო პერიოდში სექსუალური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიეცა 74 პირი. მათგან 9 გაუპატიურების, 23 არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის, 9 კი გარყვნილი ქმედების ბრალდებით.
2023 წლის 1 იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში სექსუალური დანაშაულის მსხვერპლად 77 ადამიანი იქნა აღიარებული.