https://sputnik-georgia.com/20230503/kaxetsi-gardaicvala-qali-romelzec-svilisvili-zaladobda-277325862.html
კახეთში გარდაიცვალა ბებია, რომელზეც მისი შვილიშვილი ძალადობდა
კახეთში გარდაიცვალა ბებია, რომელზეც მისი შვილიშვილი ძალადობდა
Sputnik საქართველო
გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიას მისი ნების საწინააღმდეგოდ საძინებელში კეტავდა და მოკვლით ემუქრებოდა 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T18:36+0400
2023-05-03T18:36+0400
2023-05-03T18:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კახეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272353876_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_2edf90650ca9ddc1cbb1ba93d656fdc3.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. კახეთში გარდაიცვალა პენსიონერი ქალი, რომლის სექსუალურ შევიწროებაშიც ბრალი მის შვილიშვილს ედება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 77 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მის შვილიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ქალი ამას განიცდიდა და ნერვიულობდა.შემზარავი დანაშაული კახეთში: ახალგაზრდა კაცს ბებიის გაუპატიურებას ედავებიან >>ადგილზე პოლიცია იმყოფება, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობას, მომხდარის შესახებ 25 აპრილს გახდა ცნობილი, როდესაც ქალის შვილიშვილი დააკავეს. მეორე დღესვე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 26 წლის მამაკაცს ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც ჩადენილია სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი დაზარალებულს მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.ბებიის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება - შვილიშვილს ბრალი წარუდგინეს >>მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველო
კახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/16/272353876_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_63d03c0c0dc0b789591850d6f755ce11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კახეთი
კახეთში გარდაიცვალა ბებია, რომელზეც მისი შვილიშვილი ძალადობდა
გამოძიების მტკიცებით, მამაკაცი ბებიას მისი ნების საწინააღმდეგოდ საძინებელში კეტავდა და მოკვლით ემუქრებოდა
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. კახეთში გარდაიცვალა პენსიონერი ქალი, რომლის სექსუალურ შევიწროებაშიც ბრალი მის შვილიშვილს ედება, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
თელავის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 77 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც მის შვილიშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესახებ საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ქალი ამას განიცდიდა და ნერვიულობდა.
ადგილზე პოლიცია იმყოფება, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
რაც შეეხება გარდაცვლილი ქალის მიმართ სექსუალურ ძალადობას, მომხდარის შესახებ 25 აპრილს გახდა ცნობილი, როდესაც ქალის შვილიშვილი დააკავეს. მეორე დღესვე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც 26 წლის მამაკაცს ბრალად ედება ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, რაც ჩადენილია სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. დანაშაულის დაფარვის მიზნით იგი დაზარალებულს მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.
მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. მისი ფსიქიკური მდგომარეობის დასადგენად ექსპერტიზაა დანიშნული.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.