შემზარავი დანაშაული კახეთში: ახალგაზრდა კაცს ბებიის გაუპატიურებას ედავებიან

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2023
გამოწერა
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს ახალგაზრდას მამამ შეუსწრო
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. კახეთში 26 წლის შვილიშვილმა 77 წლის ბებია გააუპატიურა, იუწყება გამოცემა „კახეთის ხმა“.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, როცა ძალადობის დროს მამამ შეუსწრო, რის შემდეგაც ხანდაზმულმა შეძლო და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
არსებული ინფორმაციით, ეს ქალზე ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.
„როგორც ბებიისგან ვიცით, შვილიშვილმა მასზე რამდენჯერმე იძალადა. ამ ბიჭს ბოლო რამდენიმე წელია ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა”, - თქვეს თანასოფლელებმა.
საქმეზე გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. 26 წლის კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0