https://sputnik-georgia.com/20230504/daniasi-firosmanis-semoqmedebas-ecnobian-277353516.html
დანიაში ფიროსმანის შემოქმედებას ეცნობიან
დანიაში ფიროსმანის შემოქმედებას ეცნობიან
Sputnik საქართველო
დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოიფინება. 04.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-04T19:38+0400
2023-05-04T19:38+0400
2023-05-04T22:57+0400
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები
საქართველო
დანია
შვეიცარია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/04/277350612_0:0:1024:577_1920x0_80_0_0_c0bba82b49b16bb25f816c63290fd520.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.გამოფენის სტუმრები იხილავენ ფიროსმანის 48 ნამუშევარს, საიდანაც 47 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან არის.დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები გამოიფინება შვეიცარიის ქალაქ რიენის ბეილერის ფონდის მუზეუმში – 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით.მსოფლიოში აღიარებული მხატვრის 50-მდე ორიგინალური ნამუშევარი კოპენჰაგენში სპეციალური პირდაპირი რეისით ჩაიტანეს. ჩატანილი ტილოები რესტავრატორებმა გახსნეს და შეამოწმეს – ტრანსპორტირების დროს არცერთი ნამუშევარი არ დაზიანებულა.უფრო ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა რომ ბეილერის ფონდის მუზეუმმა მადლობის ნიშნად, რომ ევროპაში ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნობიან, საქართველოში თავისი რესტავრატორები მოავლინა. ფიროსმანის თითოეულ ტილოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარდა. გამოფენებზე გაიგზავნა ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარება.ევროპაში ფიროსმანის ნახატების გამოფენები გაიმართება>>გარდა ამისა, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი მულტიმედიური ვებ-გვერდი, რომელიც ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება.ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოფენის შემდეგ ტილოები საქართველოს დაუბრუნდება.ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
საქართველო
დანია
შვეიცარია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/04/277350612_0:0:1024:769_1920x0_80_0_0_d8069f69a740c45c190c17c1fd41d412.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, დანია , შვეიცარია
კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ახალი ამბები, საქართველო, დანია , შვეიცარია
დანიაში ფიროსმანის შემოქმედებას ეცნობიან
19:38 04.05.2023 (განახლებულია: 22:57 04.05.2023) დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები შვეიცარიაში, ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოიფინება.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. დანიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმ „ლუიზიანაში“ დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 20 აგვისტომდე გაგრძელდება, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაში.
გამოფენის სტუმრები იხილავენ ფიროსმანის 48 ნამუშევარს, საიდანაც 47 შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდს ეკუთვნის, ხოლო ერთი ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის კოლექციიდან არის.
„აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი და ისტორიული შემთხვევა, როდესაც ევროპის ერთ-ერთ პრესტიჟულ მუზეუმში ფიროსმანის შემოქმედება ასე მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დანიის შემდეგ ფიროსმანის ტილოები გამოიფინება შვეიცარიის ქალაქ რიენის ბეილერის ფონდის მუზეუმში – 17 სექტემბრიდან 2024 წლის 28 იანვრის ჩათვლით.
მსოფლიოში აღიარებული მხატვრის 50-მდე ორიგინალური ნამუშევარი კოპენჰაგენში სპეციალური პირდაპირი რეისით ჩაიტანეს. ჩატანილი ტილოები რესტავრატორებმა გახსნეს და შეამოწმეს – ტრანსპორტირების დროს არცერთი ნამუშევარი არ დაზიანებულა.
უფრო ადრე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა რომ ბეილერის ფონდის მუზეუმმა მადლობის ნიშნად, რომ ევროპაში ფიროსმანის შემოქმედებას გაეცნობიან, საქართველოში თავისი რესტავრატორები მოავლინა. ფიროსმანის თითოეულ ტილოს თანამედროვე ტექნოლოგიებით დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარდა. გამოფენებზე გაიგზავნა ის ნამუშევრები, რომლებიც ტრანსპორტირებას ექვემდებარება.
გარდა ამისა, უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიქმნება მრავალენოვანი მულტიმედიური ვებ-გვერდი, რომელიც ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება.
ბეილერის ფონდის მუზეუმში გამოფენის შემდეგ ტილოები საქართველოს დაუბრუნდება.
ნიკო ფიროსმანი (1862-1918) XX საუკუნის უდიდესი ქართველი მხატვარია. იგი სიღარიბეში ცხოვრობდა და სიღარიბეშივე გარდაიცვალა. გარდაცვალების შემდეგ კი მსოფლიომ აღიარა როგორც უდიდესი მხატვარი. მხატვრის სურათების უმრავლესობა, 146 ტილო დაცულია თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.