https://sputnik-georgia.com/20230503/-------277320938.html
საქართველო და ისრაელი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ
საქართველო და ისრაელი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ
Sputnik საქართველო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს 03.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-03T19:00+0400
2023-05-03T19:00+0400
2023-05-03T19:00+0400
საქართველო
ისრაელი
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277318150_0:22:2048:1174_1920x0_80_0_0_1d4bc0e1f87ef0d2640975b473a84b70.jpg
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჰაიმ კაცმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.დარჩიაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან, ეკონომიკის მინისტრ ნირ ბარკატთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენთან. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხელი მოაწერა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადებიან>>>ისრაელის ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ისრაელიდან 210 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2023 წლის პირველ კვარტალში ამ რიცხვმა 44,8 ათასს მიაღწია.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/03/277318150_123:0:1945:1366_1920x0_80_0_0_6b876c7ca614efb1fb8cae28d25669ff.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, ისრაელი , ტურიზმი საქართველოში, ტურიზმი, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო და ისრაელი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ისრაელის ტურიზმის მინისტრმა ჰაიმ კაცმა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დარჩიაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გამართა პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან, ეკონომიკის მინისტრ ნირ ბარკატთან და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენთან. საქართველოს პირველმა დიპლომატმა ხელი მოაწერა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას.
ისრაელის ტურიზმის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ისრაელსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებაზე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს ისრაელიდან 210 ათასზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია. 2023 წლის პირველ კვარტალში ამ რიცხვმა 44,8 ათასს მიაღწია.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.