https://sputnik-georgia.com/20230502/------277258883.html
საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადებიან
საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადებიან
Sputnik საქართველო
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს 02.05.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-05-02T12:51+0400
2023-05-02T12:51+0400
2023-05-02T12:51+0400
საქართველო
ისრაელი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277256493_239:186:1927:1136_1920x0_80_0_0_e38a04b215f960a4a9b0b0108d833005.jpg
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველომ და ისრაელმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნირ ბარკატმა - დარჩიაშვილი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.ხელმოწერის ცერემონიამდე დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენთან და ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/05/02/277256493_293:136:1820:1281_1920x0_80_0_0_bacfc197f93292b567df2d748f0eee26.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო და ისრაელი თავისუფალი ვაჭრობისთვის ემზადებიან
ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველომ და ისრაელმა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მიზანშეწონილობის კვლევის დასრულების ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი,
ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დეკლარაციას ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრმა ნირ ბარკატმა - დარჩიაშვილი ისრაელში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.
ხელმოწერის ცერემონიამდე დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ისრაელის ეკონომიკისა და მრეწველობის მინისტრთან. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის დიდი პოტენციალი ეკონომიკური მიმართულებით, რომელიც მოიცავს ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებს.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ ელი ქოენთან და ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან.
ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქნესეთის თავმჯდომარესთან, ეკონომიკის, ტურიზმის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.