„ხალხის ძალა“: რა გეგმები აქვს აშშ-ს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2023
გამოწერა
ყველაზე თვალსაჩინო იყო ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება, აღნიშნეს „ხალხის ძალაში“
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. აშშ-ის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არ აღიაროს საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია, ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით და 5%-იანი გამსვლელი ბარიერით. უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას ამომრჩეველთა სულ მცირე ნახევრის ხმები დასჭირდება.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში არჩევნების შედეგების მიხედვით „ქართული ოცნების“ გარდა პარლამენტში მოხვედრის შანსი მხოლოდ „ნაცმოძრაობას“ აქვს. ამასთან, პარტიებს შორის მცირედი განსხვავებაა.
„ამერიკელ მაღალჩინოსანთა გამონათქვამები „მზარდი ავტოკრატიისა“ და „2024 წლის არჩევნებზე ამერიკელების კრიტიკული როლის“ შესახებ ერთადერთ რამეზე მიგვანიშნებს – ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნონ და საარჩევნო მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს ნაცმოძრაობის აგენტოკრატია თავს მოახვიონ“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„ხალხის ძალა“ აღნიშნავს, რომ ყველაზე საგულისხმოა ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადება.
დემოკრატმა სენატორმა ჟან შაჰინმა, რომელიც ბოლო თვეებში რამდენჯერმე ეწვია საქართველოს და შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარეობს შიდა ბრძოლაა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.
მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას სურს იყურებოდეს დასავლეთისკენ, ევროპისკენ, მათ დემოკრატია სურთ. პარალელურად, შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა „სულ უფრო მეტად მიისწრაფვის ავტოკრატიისკენ“.
„სამწუხაროდ, ჯინ შაჰინი, სამანტა პაუელი (USAID-ის ხელმძღვანელი - რედ.) და სხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა ცეკა-ს სტანდარტებით განიხილავენ და აფასებენ. მათთვის მოსაწონი მხოლოდ ისეთი ხელისუფლებაა, რომელიც „უფროსი ძმის“ ყველა დავალებას თვალდახუჭული ასრულებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ორგანიზაციამ არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე გამარჯვება „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველა.
„2024 წლის შემდეგაც საქართველოს ბედს არა უსამშობლო „ნაციონალების“ აგენტოკრატია, არამედ დემოკრატიულად არჩეული და პატრიოტული ხელისუფლება წარმართავს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მმართველ პარტიაში სენატორის განცხადებას ასევე უწოდეს მიუღებელი.
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს >>
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ. იმავე დღეს ევროპულმა საბჭომ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
დეპუტატი: დასავლეთის ზეწოლის გამო ქართული საზოგადოების მოთმინება ზღვარზეა >>
„ქართულმა ოცნებამ“ რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყო - 2022 წლის განმავლობაში 80-ზე მეტ კანონში ცვლილებები შევიდა. პროცესს ოპოზიციის მხოლოდ ნაწილი შეუერთდა. უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა თანამოაზრეებმა ხელისუფლების მუშაობას ფიქცია უწოდეს.
შემოდგომაზე ევროკომისია გამოაქვეყნებს შეფასების ანგარიშს, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ბოლოს ევროპული საბჭო საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს. საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო წლის ბოლოს – კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას.
ყველა ახალი ამბავი
0