https://sputnik-georgia.com/20230401/darca-sami-ocneba-evrokavsiris-kandidatis-statusis-misarebad-rekomendaciebs-asrulebs-276330652.html
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს
Sputnik საქართველო
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს. 01.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-01T22:28+0400
2023-04-01T22:28+0400
2023-04-01T22:28+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკავშირი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_9ef1dfb4a632497e9f6308985ac4b9d1.jpg
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარდგენისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან 9 უკვე შესრულდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.ამასთან მან აღნიშნა, რომ სამიდან ორი საკითხი ეხება ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებსაც მმართველი პარტია აუცილებლად შეასრულებს, ხოლო მესამე - საზოგადოების პოლარიზაცია, ოპოზიციის გარეშე ვერ შესრულდება.„არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში“, - განაცხადა მდინარაძემ.მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ხედავს ოპოზიციის ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულების კუთხით.დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.
საქართველო
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/05/259328513_198:0:2927:2047_1920x0_80_0_0_9c581fa9f18133c71cd8e93bcc025463.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკავშირი , ქართული ოცნება
დარჩა სამი: „ოცნება“ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციებს ასრულებს
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის წარდგენისთვის აუცილებელი 12 რეკომენდაციიდან 9 უკვე შესრულდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
„12-დან დარჩენილია 3 საკითხი, დანარჩენი პრაქტიკულად შესრულებულია“, - განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ სამიდან ორი საკითხი ეხება ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომლებსაც მმართველი პარტია აუცილებლად შეასრულებს, ხოლო მესამე - საზოგადოების პოლარიზაცია, ოპოზიციის გარეშე ვერ შესრულდება.
„არ ვიცი, პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც, მაგალითად, პრეზიდენტიც კი პოლარიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და სრულად ჯდება „ნაცმოძრაობის“ ნარატივში“, - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება ვერ ხედავს ოპოზიციის ენთუზიაზმს რეკომენდაციების შესრულების კუთხით.
„ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ვერ ვხედავთ დიდ ენთუზიაზმს ამ რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით რადიკალურ ოპოზიციაში. მათი მიზანია, რომ როდესაც ვერ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს, ყველაფერი უნდა გააკეთონ ხელისუფლების შესაცვლელად“, - განაცხადა მდინარაძემ.
დეპოლარიზაცია 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი მთავარი პირობაა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში მიღების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე გადაწყვეტილება 2023 წლის ბოლომდე უნდა მიიღოს.