https://sputnik-georgia.com/20230428/saqartvelos-mtavroba-mosalodnelze-magal-ekonomikur-zrdas-elis-277166016.html
საქართველოს მთავრობა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის
საქართველოს მთავრობა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის
Sputnik საქართველო
საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 28.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-28T23:00+0400
2023-04-28T23:00+0400
2023-04-29T10:10+0400
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230105_0:157:3000:1845_1920x0_80_0_0_2886cb5acf85cb345cdce18e84ca33fc.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას ელოდება, რაც უზრუნველყოფს მშპ-ის უფრო მაღალ ზრდას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.საქართველოს მთავრობა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს. სწორედ ამ მაჩვენებლის საფუძველზე მომზადდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა კვლავ მდგრადია.ქართული ლარი 2018 წლის აგვისტოს მაჩვენებელს დაუბრუნდა - რა იქნება მომავალში?>>>2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა - პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/06/252230105_166:0:2835:2002_1920x0_80_0_0_f111fc5c22a11d9a55ec15139b8326c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა მოსალოდნელზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას ელის
23:00 28.04.2023 (განახლებულია: 10:10 29.04.2023) საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მთავრობა უახლოეს თვეებში ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციის შენარჩუნებას ელოდება, რაც უზრუნველყოფს მშპ-ის უფრო მაღალ ზრდას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს მთავრობა 2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს. სწორედ ამ მაჩვენებლის საფუძველზე მომზადდა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი.
ცინცაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მიუხედავად გარე შოკებისა, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა კვლავ მდგრადია.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%–ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიდის, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის წინასწარი მაჩვენებელი 10,1%-ია.
2023 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,3% შეადგინა - პირველ კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 7,2% შეადგინა.