https://sputnik-georgia.com/20230427/gomelaurma-germanel-kolegastan-shexvedra-gamarta-277114730.html
არალეგალური მიგრაცია, დანაშაულთან ბრძოლა: გომელაურმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
არალეგალური მიგრაცია, დანაშაულთან ბრძოლა: გომელაურმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
Sputnik საქართველო
გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T14:19+0400
2023-04-27T14:19+0400
2023-04-27T19:17+0400
საქართველო
გერმანია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1b/277111103_0:232:1483:1066_1920x0_80_0_0_7ae86a2cdfdf6e6e6dc4aea0aae156a2.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გერმანელ კოლეგა ნენსი ფეზერთან შეხვედრისას თანამშრომლობის საკითხები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება.შეხვედრაზე გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის სამართალდამცველ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით გატარებული ღონისძიებების განხილვისას მინისტრმა გომელაურმა გამოთქვა მზადყოფნა ქართველი პოლიციელების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებში გაგზავნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს კანონდამრღვევებთან ეფექტურ ბრძოლას.როგორც გერმანულმა მხარემ აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა.გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ.რა შემთხვევაში შემცირდება მიგრაცია საქართველოდან: ირაკლი კობახიძის პროგნოზი>>>შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიაში სერგო თურმანიძე.ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა.ევროკავშირის თავშესაფრის საკითხების სააგენტოს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს 28,8 ათასი განაცხადი, შესაბამისად, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდა და მერვე ადგილზე გავიდა. საქართველომ ამ კუთხით უკრაინისა და ერაყის მოქალაქეებს გადაუსწრო.
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/1b/277111103_102:234:1161:1028_1920x0_80_0_0_2edb5a59f9cafd97890c87982cd765dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გერმანია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველო, გერმანია , საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
არალეგალური მიგრაცია, დანაშაულთან ბრძოლა: გომელაურმა გერმანელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა
14:19 27.04.2023 (განახლებულია: 19:17 27.04.2023) გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გერმანელ კოლეგა ნენსი ფეზერთან შეხვედრისას თანამშრომლობის საკითხები განიხილა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი გერმანიაში ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრაზე გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის სამართალდამცველ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
არალეგალურ მიგრაციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებებით გატარებული ღონისძიებების განხილვისას მინისტრმა გომელაურმა გამოთქვა მზადყოფნა ქართველი პოლიციელების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებში გაგზავნის თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს კანონდამრღვევებთან ეფექტურ ბრძოლას.
როგორც გერმანულმა მხარემ აღნიშნა, საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. გარდა ამისა, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა.
გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცეთ.
შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიაში სერგო თურმანიძე.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი გაიზარდა.
ევროკავშირის თავშესაფრის საკითხების სააგენტოს
მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს მოქალაქეებმა შეიტანეს 28,8 ათასი განაცხადი, შესაბამისად, საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდა და მერვე ადგილზე გავიდა. საქართველომ ამ კუთხით უკრაინისა და ერაყის მოქალაქეებს გადაუსწრო.