https://sputnik-georgia.com/20230427/batumma-dasaqmebis-masstabur-forums-umaspinzla-277133205.html
ბათუმმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა
ბათუმმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეერჩიათ სასურველი ვაკანსია სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით. 27.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-27T23:59+0400
2023-04-27T23:59+0400
2023-04-27T23:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259339476_0:160:2923:1804_1920x0_80_0_0_0320f6b423442a2309dd2aebf035ef7b.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სამსახურის მაძიებლებს ორი ათასზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმში აჭარის რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს-კომპანია მონაწილეობდა, იყო წარმოდგენილი 2 ათასზე მეტი ვაკანსია.მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეერჩიათ სასურველი ვაკანსია სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.რესტორატორთა ასოციაცია შრომის ბაზრის შესახებ: საქართველოში უმუშევრებს მუშაობა არ სურთ >>წელს პირველად, კომპანიების გარდა, საკუთარი სერვისები და პროგრამები მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებმაც გააცნეს. დასაქმების ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები.ფორუმს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ბათუმის ვიცე-მერი სტუმრობდნენ.დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს მაისის თვეში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/06/259339476_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_fdfa26886ef864bd7e1bd5f7969b6607.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, აჭარა , ბათუმი , საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ბათუმმა დასაქმების მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეერჩიათ სასურველი ვაკანსია სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. ბათუმში დასაქმების მასშტაბურ ფორუმზე სამსახურის მაძიებლებს ორი ათასზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, ფორუმში აჭარის რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნეს-კომპანია მონაწილეობდა, იყო წარმოდგენილი 2 ათასზე მეტი ვაკანსია.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეერჩიათ სასურველი ვაკანსია სარესტორნო, სამრეწველო, სასტუმრო, სამშენებლო, სავაჭრო და სატრანსპორტო მიმართულებით.
ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და აჭარის დასაქმების სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
წელს პირველად, კომპანიების გარდა, საკუთარი სერვისები და პროგრამები მოქალაქეებს სახელმწიფო უწყებებმაც გააცნეს. დასაქმების ფორუმზე ასევე წარმოდგენილი იყვნენ ადგილობრივი პროფესიული კოლეჯები.
ფორუმს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ბათუმის ვიცე-მერი სტუმრობდნენ.
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო დასაქმების ფორუმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით მართავს. 2023 წელს პირველი ფორუმი ზუგდიდში გაიმართა, აჭარის შემდეგ კი დასაქმების ფორუმს მაისის თვეში სამცხე-ჯავახეთი უმასპინძლებს.