https://sputnik-georgia.com/20221030/restoratorta-asociacia-sromis-bazris-sesaxeb-saqartvelosi-umusevrebs-musaoba-ar-surt-271778594.html
რესტორატორთა ასოციაცია შრომის ბაზრის შესახებ: საქართველოში უმუშევრებს მუშაობა არ სურთ
რესტორატორთა ასოციაცია შრომის ბაზრის შესახებ: საქართველოში უმუშევრებს მუშაობა არ სურთ
Sputnik საქართველო
‘შრომის ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ თითქმის არავინ არ აქცევს ყურადღებას დასაქმებულის კვალიფიკაციას, მიაჩნია რესტორატორს 30.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-30T23:45+0400
2022-10-30T23:45+0400
2022-10-30T23:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/66/230746691_0:157:1498:1000_1920x0_80_0_0_4b591f4cf6f3cab3998517d6c1f0c51f.jpg
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა, ადამიანებს მუშაობა არ უნდათ, განაცხადა „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 18,1% შეადგინა, რაც 1,3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში იყო.მისი თქმით, შრომის ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ თითქმის არავინ არ აქცევს ყურადღებას დასაქმებულის კვალიფიკაციას.„ყველა სფერო ითხოვს დღეს ადამიანს და ვინმეს თუ რამე შესაძლებლობა აღმოაჩნდა, რომ დასაქმდეს, ვინ უყურებს, იმას საერთოდ რა კვალიფიკაცია აქვს? დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაციის მოთხოვნა რომ იყოს, ეს ძალიან კარგი მოვლენა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.რესტორატორი მიიჩნევს, რომ საქმე იმაში არაა, რომ დასაქმებულებს არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ხელფასი, რადგანაც ბოლო წლებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, განსაკუთრებით სარესტორნო სფეროში.მისი თქმით, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, არათუ წინააღმდეგი არ არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მინიმალური ხელფასი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, არამედ ამას აუცილებლობად მიიჩნევს.„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული სასწავლებელი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგანაც საშუალო ფენას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ადამიანი არ ქმნის.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23074/66/230746691_165:0:1498:1000_1920x0_80_0_0_549b4656dc9a286be494fcd0c46441c5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
რესტორატორთა ასოციაცია შრომის ბაზრის შესახებ: საქართველოში უმუშევრებს მუშაობა არ სურთ
23:45 30.10.2022 (განახლებულია: 23:56 30.10.2022) ‘შრომის ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ თითქმის არავინ არ აქცევს ყურადღებას დასაქმებულის კვალიფიკაციას, მიაჩნია რესტორატორს
თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონეა, ადამიანებს მუშაობა არ უნდათ, განაცხადა „საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ.
საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევრობის დონემ 18,1% შეადგინა, რაც 1,3%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წლის პირველ კვარტალში იყო.
„ხალხს მუშაობა არ უნდა. პარადოქსია ხომ? რამდენი უმუშევარი გვყავს და ბიზნესი ამბობს, ხალხი მჭირდება. ამაზე მეტი პარადოქსი რა შეიძლება, არსებობდეს?!“ - განაცხადა ბურჯანაძემ „პირველი არხის ეთერში.
მისი თქმით, შრომის ბაზარზე სიტუაცია ისეთია, რომ თითქმის არავინ არ აქცევს ყურადღებას დასაქმებულის კვალიფიკაციას.
„ყველა სფერო ითხოვს დღეს ადამიანს და ვინმეს თუ რამე შესაძლებლობა აღმოაჩნდა, რომ დასაქმდეს, ვინ უყურებს, იმას საერთოდ რა კვალიფიკაცია აქვს? დღეს ბიზნესს მოთხოვნა არ აქვს კვალიფიკაციაზე. კვალიფიკაციის მოთხოვნა რომ იყოს, ეს ძალიან კარგი მოვლენა იქნება, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვაქვს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
რესტორატორი მიიჩნევს, რომ საქმე იმაში არაა, რომ დასაქმებულებს არ აკმაყოფილებს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული ხელფასი, რადგანაც ბოლო წლებში შრომის ანაზღაურება გაიზარდა, განსაკუთრებით სარესტორნო სფეროში.
„მაგალითად, ორი-სამი წლის წინ მივიღებდი იმ შენიშვნას, რომ ჩვენ სფეროში ანაზღაურება შეიძლება, დაბალი იყოს, მაგრამ დღესდღეობით, ეს უბრალოდ, არ არსებობს. 1300 ლარზე ნაკლები ხელფასი არ არსებობს, არც ერთ რგოლში და არც შეიძლება იყოს რვასაათიან სამუშაოზე. ეს ანაზღაურება არ არის ისეთი დაბალი, რომელზეც ადამიანმა შეიძლება, უარი თქვას, თუ მას შემოსავალი არ აქვს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, როგორც ბიზნესის წარმომადგენელი, არათუ წინააღმდეგი არ არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს მინიმალური ხელფასი, რაც ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი შესაძლებლობაა, არამედ ამას აუცილებლობად მიიჩნევს.
„დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა არსებობდეს უფლებრივი ვალდებულებები. თუ ეს არ იარსებებს და ბიზნესს წარმოდგენა ექნება, რომ მე უნდა მყავდეს „მონა“, ამ შემთხვევაში ის ვერ განვითარდება და სადღაც ორი-სამი, თუ ათი წლის შემდეგ უბრალოდ, შეწყვეტს არსებობას“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ პროფესიული სასწავლებელი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი საშუალებაა, რადგანაც საშუალო ფენას უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ადამიანი არ ქმნის.