https://sputnik-georgia.com/20230426/saqartvelos-sabanko-seqtoris-aqtivebi-martsi-semcirda-277070158.html
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში შემცირდა
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში შემცირდა
Sputnik საქართველო
მარტის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 26.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-26T11:34+0400
2023-04-26T11:34+0400
2023-04-26T17:58+0400
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_96243591a4757c7f0a15d7a4fce39d6b.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 451,4 მლნ ლარით, ანუ 0,67%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.2023 წლის მარტის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 67,3 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,4 მლრდ ლარი შეადგინა.საქართველოში მარტის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.დეპოზიტების მოცულობა ბანკებში შემცირდასაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 43,34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268,98 მლნ ლარით, ანუ 0,62%-ით ნაკლებია მარტის დასაწყისის მაჩვენებელზე.ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 74,07 მლნ ლარით, ანუ 0,44%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 343,05 მლნ ლარით, ანუ 1,28%-ით.საქართველოში მარტში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა>>ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 46,49% შეადგინა, რაც 1,25 პროცენტული პუნქტით მეტია 1 მარტის მაჩვენებელზე.მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,83% შეადგინა, მათ შორის 11,56% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,13% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.კრედიტების მოცულობა შემცირდასაქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 412,2 მლნ ლარით, ანუ 0,93%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 44,87 მლრდ ლარი შეადგინა.საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 275,08 მლნ ლარით, ანუ 1,12%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 137,12 მლნ ლარით, ანუ 0,69%-ით.საქართველოს რეკორდი: ეროვნული ბანკის რეზერვებმა პირველად 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა>>2023 წლის მარტის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,39 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,42%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,46 მლრდ ლარი, რაც 1,07%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.2023 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,03%-ით, ანუ 246,27 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 24,08 მლრდ ლარი შეადგინა.მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,45% შეადგინა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_376:0:1500:843_1920x0_80_0_0_b35b291d915ebc1b84dbc0e582897435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს საბანკო სექტორის აქტივები მარტში შემცირდა
11:34 26.04.2023 (განახლებულია: 17:58 26.04.2023) მარტის ბოლოსთვის საქართველოში მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 451,4 მლნ ლარით, ანუ 0,67%-ით შემცირდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.
2023 წლის მარტის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საბანკო სექტორის აქტივების ჯამურმა მოცულობამ 67,3 მლრდ ლარი, საწესდებო კაპიტალმა კი 9,4 მლრდ ლარი შეადგინა.
საქართველოში მარტის ბოლოსთვის მუშაობდა 15 კომერციული ბანკი, აქედან 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
დეპოზიტების მოცულობა ბანკებში შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის
მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 43,34 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 268,98 მლნ ლარით, ანუ 0,62%-ით ნაკლებია მარტის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, მარტში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები 74,07 მლნ ლარით, ანუ 0,44%-ით გაიზარდა, დეპოზიტები მოთხოვნამდე შემცირდა 343,05 მლნ ლარით, ანუ 1,28%-ით.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 46,49% შეადგინა, რაც 1,25 პროცენტული პუნქტით მეტია 1 მარტის მაჩვენებელზე.
მარტში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,83% შეადგინა, მათ შორის 11,56% – ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,13% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
კრედიტების მოცულობა შემცირდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მარტში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, 412,2 მლნ ლარით, ანუ 0,93%-ით შემცირდა და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 44,87 მლრდ ლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა 275,08 მლნ ლარით, ანუ 1,12%-ით, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი შემცირდა 137,12 მლნ ლარით, ანუ 0,69%-ით.
2023 წლის მარტის ბოლოს არსებული მონაცემებით, კომერციულ ბანკებს ჯამში რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემული აქვთ სესხები ეროვნულ ვალუტაში 7,39 მლრდ ლარის ოდენობით, რაც 0,42%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა 12,46 მლრდ ლარი, რაც 1,07%-ით მეტია წინა თვესთან შედარებით.
2023 წლის მარტში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,03%-ით, ანუ 246,27 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 24,08 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების მთლიანი მოცულობის ლარიზაციის კოეფიციენტმა 55,45% შეადგინა, რაც 0,1 პროცენტული პუნქტით მეტია 2023 წლის 1 მარტის მაჩვენებელზე.