https://sputnik-georgia.com/20230404/saqartveloshi-martshi-deflacia-dafiqsirda-axali-statistika-276397711.html
საქართველოში მარტში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
საქართველოში მარტში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინფლაცია ყველა ქვეყნისთვის იყო და რჩება დიდ პრობლემად. 04.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-04T11:50+0400
2023-04-04T11:50+0400
2023-04-04T17:25+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_0:158:3078:1889_1920x0_80_0_0_43ebf7f39d142333c653dd32f421487b.jpg
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.თებერვლის თვეში დეფლაციამ 0,3% შეადგინა.ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მესამედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტი 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.წელიწადზე გადაანგარიშებით მარტში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 8%-ით. სურსათზე ფასები წლიური 11,8%-ით გაიზარდა.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაცია ყველა ქვეყნისთვის იყო და რჩება დიდ პრობლემად. ღარიბაშვილის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკასა და ევროპაში მაღალი ინფლაციაა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 20-25%, ზოგან 30%-მდეც დაფიქსირდა, მოლდოვაში ინფლაციამ 37% შეადგინა.„ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა ის, რომ შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა 13%. წლის ბოლოს ინფლაცია შევამცირეთ 9%-მდე და ახლა, მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 5,3%-ია, რაც ძალიან დიდი პროგრესია. წინა თვესთან შედარებით ინფლაცია თითქმის 2,8%-ით შემცირდა“, – აღნიშნა პრემიერმა.მისი თქმით, ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე და ა.შ.„დღეს ინფლაცია 5,3%-ის ნიშნულზე გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და, რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269442480_175:0:2904:2047_1920x0_80_0_0_42d615b7a3a11b8a588066ff24ccdf2e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში მარტში დეფლაცია დაფიქსირდა - ახალი სტატისტიკა
11:50 04.04.2023 (განახლებულია: 17:25 04.04.2023) პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ინფლაცია ყველა ქვეყნისთვის იყო და რჩება დიდ პრობლემად.
თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. 2023 წლის მარტში, 2023 წლის თებერვალთან შედარებით, ინფლაციის დონემ -0,2% შეადგინა. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
თებერვლის თვეში დეფლაციამ 0,3% შეადგინა.
ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში უკვე მესამედ ფიქსირდება დეფლაცია – 2022 წლის დეკემბერში ქვეყანაში ფასები 0,3%-ით შემცირდა.
საქართველოში წლიურმა ინფლაციამ (2023 წლის მარტი 2022 წლის მარტთან შედარებით) 5,3% შეადგინა, მიზნობრივი მაჩვენებელია 3%.
წელიწადზე გადაანგარიშებით მარტში ფასები გაიზარდა სასტუმროებსა და რესტორნებზე (12,4%) და კომუნალურ მომსახურებაზე (11,1%), ხოლო ჯანდაცვაზე შემცირდა 8%-ით. სურსათზე ფასები წლიური 11,8%-ით გაიზარდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფლაცია ყველა ქვეყნისთვის იყო და რჩება დიდ პრობლემად.
ღარიბაშვილის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში, მათ შორის ამერიკასა და ევროპაში მაღალი ინფლაციაა. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი 20-25%, ზოგან 30%-მდეც დაფიქსირდა, მოლდოვაში ინფლაციამ 37% შეადგინა.
„ამ დროს ჩვენმა პატარა ქვეყანამ, ამდენი გამოწვევის მიუხედავად, მოახერხა ის, რომ შარშან ყველაზე მაღალი ინფლაცია გვქონდა 13%. წლის ბოლოს ინფლაცია შევამცირეთ 9%-მდე და ახლა, მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 5,3%-ია, რაც ძალიან დიდი პროგრესია. წინა თვესთან შედარებით ინფლაცია თითქმის 2,8%-ით შემცირდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ინფლაციური წნეხის შემცირება, რა თქმა უნდა, ავტომატურად აისახება სურსათზე, ტრანსპორტზე, მედიკამენტებზე და ა.შ.
„დღეს ინფლაცია 5,3%-ის ნიშნულზე გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო. ეს უნდა შევინარჩუნოთ, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, გვჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია და, რაც მთავარია, გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.