https://sputnik-georgia.com/20230408/erovnuli-bankis-savaluti-rezervebi-martsi-rekordi-istoriuli-maqsimumi-276547940.html
საქართველოს რეკორდი: ეროვნული ბანკის რეზერვებმა პირველად 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს რეკორდი: ეროვნული ბანკის რეზერვებმა პირველად 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა. 08.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-08T12:00+0400
2023-04-08T12:00+0400
2023-04-08T12:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266517616_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_3cdcb39940d4cc125ce2a7ded83fb3a1.jpg
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 მარტისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.მარტში რეზერვები 283,6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 102,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს (4.901,5 მლნ აშშ დოლარი) 2022 წლის 31 დეკემბრისთვის მიაღწია.2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურაუცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,2 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,2 მლრდ დოლარი.გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 467,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 10,1 მლნ დოლარს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266517616_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_beaf9dd20b76e5b7211257abc5c33e61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს რეკორდი: ეროვნული ბანკის რეზერვებმა პირველად 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2023 წლის 31 მარტისთვის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 5 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
მარტში რეზერვები 283,6 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის დასაწყისიდან – 102,3 მლნ დოლარით. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება მთავრობისა და საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს უკავშირდება.
მანამდე საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს (4.901,5 მლნ აშშ დოლარი) 2022 წლის 31 დეკემბრისთვის მიაღწია.
2022 წლის დასაწყისიდან რეზერვები 628,1 მლნ დოლარით გაიზარდა. 2021 წელს რეზერვების ზრდამ 361,3 მლნ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის ძირითად რეზერვს წარმოადგენს და ეს ნაწილი 4,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, აღნიშნულია რეგულატორის ვებ-გვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3,2 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 1,2 მლრდ დოლარი.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 467,9 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 29,3 ათას დოლარს შეადგენს. ეროვნული ბანკი სახსრებს ოქროს სახით არ ინახავს.
სავალუტო რეზერვების სტრუქტურაში სხვა აქტივების ღირებულება 10,1 მლნ დოლარს შეადგენს.