https://sputnik-georgia.com/20230425/dinamop-arenastan-transportis-mozraoba-seizrudeba-277054657.html
„დინამო არენასთან“ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
„დინამო არენასთან“ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
Sputnik საქართველო
თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში მასშტაბური პროექტისთვის 32 მლნ ლარი გამოყო. 25.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-25T15:38+0400
2023-04-25T15:38+0400
2023-04-25T20:45+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/25/237592568_0:210:2000:1335_1920x0_80_0_0_38913d4e285957b358f88be69a144544.jpg
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისის დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, რაც წერეთლის გამზირზე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, იუწყება თბილისის მერია.წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარია გამოყოფილი.მერიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ტრანსპორტი ცაბაძის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებს.კერძოდ, მოძრაობა „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით შესაძლებელი იქნება დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთის მეშვეობით, ხოლო მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენის“ მიმართულებით დროებით შეიზღუდება.თბილისის მერია მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში მოუხადა>>თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რემონტთან დაკავშირებით 19 აპრილის 23:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის ჩვეულ სქემაში ცვლილებები შეიტანა.კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.19 აპრილიდან წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები იწყება>>რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თუმცა თითოეული მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ თითო სამოძრაო ზოლი.წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება 152 მეტრი სიგრძის ე.წ. დიდუბის (შალიკაშვილის სახელობის) ხიდის სრული განახლება, რომელიც 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23759/25/237592568_158:0:1938:1335_1920x0_80_0_0_b6d84c3536b6dbc10953d6fa9f620528.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
„დინამო არენასთან“ ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
15:38 25.04.2023 (განახლებულია: 20:45 25.04.2023) თბილისის მერიამ დიდუბის რაიონში მასშტაბური პროექტისთვის 32 მლნ ლარი გამოყო.
თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. თბილისის დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩაზე 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღით ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, რაც წერეთლის გამზირზე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება, იუწყება თბილისის მერია.
წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოები 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. გამზირის აღდგენისა და განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარია გამოყოფილი.
მერიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ტრანსპორტი ცაბაძის ქუჩაზე ცალმხრივად იმოძრავებს.
კერძოდ, მოძრაობა „დინამოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან მარცხენა სანაპიროს მიმართულებით შესაძლებელი იქნება დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კვეთის მეშვეობით, ხოლო მოძრაობა მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენის“ მიმართულებით დროებით შეიზღუდება.
თბილისის მერია მოსახლეობასა და დედაქალაქის სტუმრებს დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რემონტთან დაკავშირებით 19 აპრილის 23:00 საათიდან ტრანსპორტის მოძრაობის ჩვეულ სქემაში ცვლილებები შეიტანა.
კერძოდ, ტრანსპორტის მოძრაობა გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით შეიზღუდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
რეაბილიტაციის პერიოდში ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებისთვის წერეთლის გამზირზე მოძრაობა დარჩება ორმხრივი, თუმცა თითოეული მიმართულებისთვის გამოყოფილი იქნება მხოლოდ თითო სამოძრაო ზოლი.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან ერთად იგეგმება 152 მეტრი სიგრძის ე.წ. დიდუბის (შალიკაშვილის სახელობის) ხიდის სრული განახლება, რომელიც 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია.