https://sputnik-georgia.com/20230424/kaxa-kalazem-tbiliselebs-bodisi-mouxada-277032770.html
კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში მოუხადა
კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში მოუხადა
Sputnik საქართველო
სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T21:10+0400
2023-04-24T21:10+0400
2023-04-24T22:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277027503_0:144:1600:1044_1920x0_80_0_0_704a69f1ee001485558d6773c8a4e88f.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის მოსახლეობას ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოებით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა.სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო. სამუშაოები 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. წერეთლის გამზირის აღდგენა-განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარია გამოყოფილი.კალაძის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციაა ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ზაფხულში ჯობდა.თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.მისი თქმით, ეს ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, გარემონტდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები, გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილებით და მოეწყობა გარე განათების სისტემა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/18/277027503_140:0:1532:1044_1920x0_80_0_0_9f90252e3da36e8404f55315eec75209.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, თბილისის მერია, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში, საზოგადოება
კახა კალაძემ თბილისელებს ბოდიში მოუხადა
21:10 24.04.2023 (განახლებულია: 22:39 24.04.2023) სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო და 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირის მოსახლეობას ფართომასშტაბიანი სარემონტო სამუშაოებით შექმნილი დროებითი დისკომფორტის გამო ბოდიში მოუხადა.
სარემონტო სამუშაოები წერეთლის გამზირზე 17 აპრილს დაიწყო. სამუშაოები 2024 წლის იანვრამდე გაგრძელდება. წერეთლის გამზირის აღდგენა-განახლებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 32 მლნ ლარია გამოყოფილი.
„მინდა წერეთლის გამზირზე მცხოვრებ ადამიანებს მიმდინარე სამუშაოების ფონზე შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიში მოვუხადო. ვიცით, რომ ღამის საათებში ხმაურია. მუშაობა უწევთ. 12 ლოკაციაა, სადაც ერთდროულად მიმდინარეობს სამუშაოები, თუმცა ამ შეზღუდვებისა და გადაკეტვის გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელება შეუძლებელია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დროულად დასრულდეს. საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გაცილებით ადრე დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძის თქმით, პოლიტიკური სპეკულაციაა ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ წერეთლის გამზირზე სარემონტო სამუშაოების დაწყება ზაფხულში ჯობდა.
„ოპონენტების მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციაა იმის თქმა, რომ სამუშაოები ამ დროის ნაცვლად ზაფხულში უნდა დაგვეწყო, რადგან ქალაქში ნაკლები ხალხი იქნებოდა. ვთქვათ, ასე რომ მოვქცეულიყავით, სამუშაოები თებერვალსა და მარტში გადაიწევდა. მაშინ რას ვეტყოდით მოსახლეობას?“ – განაცხადა მერმა.
თბილისის მერის განცხადებით, წერეთლის გამზირზე შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაშია. ასევე შეიცვლება და განახლდება წყალმომარაგების, წყალარინებისა და გაზმომარაგების ქსელები; მოეწყობა სანიაღვრე ქსელი.
გარდა ამისა, გამზირზე დამონტაჟდება განათების ახალი სისტემა, ხოლო ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდება; დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები; ქვეითთა გადაადგილებისთვის მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები, დაიხაზება ზებრა გადასასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი გამოიყოფა შესაბამისი სამოძრაო ზოლი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა კი ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა ე.წ. დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის პროექტზე, რომელიც წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის პარალელურად განხორციელდება.
მისი თქმით, ეს ხიდი 1953 წელს აშენდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად ხორციელდება.
პროექტის მიხედვით, 152 მეტრი სიგრძის ხიდს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები, გარემონტდება თაღების დაზიანებული უბნები, მოაჯირები და პარაპეტები, გაიწმინდება და მოპირკეთდება ფილებით და მოეწყობა გარე განათების სისტემა.