https://sputnik-georgia.com/20230424/saqartvelos-mtavroba-organota-gadanergvistvis-sawiro-procedurebis-gamartivebas-gegmavs-277032979.html
საქართველოს მთავრობა ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის საჭირო პროცედურების გამარტივებას გეგმავს
საქართველოს მთავრობა ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის საჭირო პროცედურების გამარტივებას გეგმავს
Sputnik საქართველო
საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება ხორციელდება. 24.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-24T21:29+0400
2023-04-24T21:29+0400
2023-08-17T10:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23101/23/231012395_0:317:3077:2048_1920x0_80_0_0_536944a575bf0536accc2c7f6149bd99.jpg
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის პროცედურების გასამარტივებლად ახალი კანონმდებლობა შეიქმნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.გაბუნიას თქმით, არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე.საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს – თანამონაწილეობით. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია აჭარაში 2013 წელს ჩატარდა. მაშინ ეს ოპერაციები მხოლოდ აჭარაში კეთდებოდა. დღეს პაციენტებს, რომლებსაც ადრე მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ, უკვე შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ქართულ კლინიკებში მიიღონ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23101/23/231012395_346:0:3077:2048_1920x0_80_0_0_28b07ef598cb056e90ae16e2cdb1fae1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ექიმის რჩევები
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ექიმის რჩევები
საქართველოს მთავრობა ორგანოთა ტრანსპლანტაციისთვის საჭირო პროცედურების გამარტივებას გეგმავს
21:29 24.04.2023 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) საქართველოში ამჟამად მოქმედი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ღვიძლის ტრანსპლანტაციის თანადაფინანსება ხორციელდება.
თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. საქართველოში ორგანოთა გადანერგვის პროცედურების გასამარტივებლად ახალი კანონმდებლობა შეიქმნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და პარლამენტში მისი განხილვა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
გაბუნიას თქმით, არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე.
„ეს ქმნის რეალურად ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების, სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაციის სერვისი“, – განაცხადა გაბუნიამ ბრიფინგზე.
საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის ახალი სახელმწიფო პროგრამა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდა, რომელიც ღვიძლის ტრანსპლანტაციას აფინანსებს – თანამონაწილეობით. პროგრამა ასევე ფარავს ოპერაციის მოსამზადებელ პერიოდს, შემდგომი რეაბილიტაციისა და მედიკამენტების ხარჯებს.
ღვიძლის გადანერგვის პირველი ოპერაცია აჭარაში 2013 წელს ჩატარდა. მაშინ ეს ოპერაციები მხოლოდ აჭარაში კეთდებოდა. დღეს პაციენტებს, რომლებსაც ადრე მსგავსი ოპერაციების ჩასატარებლად საზღვარგარეთ გამგზავრება უწევდათ, უკვე შეუძლიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება ქართულ კლინიკებში მიიღონ.