ავტომობილების რეექსპორტი საქართველოდან: რომელ მანქანებს ყიდის ქვეყანა

© AP Photo / David ZalubowskiTesla-ს ავტომობილები
Tesla-ს ავტომობილები - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2023
გამოწერა
საქართველოდან რეექსპორტირებული ყველაზე ძველი მანქანა 1930 წელს არის გამოშვებული
თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 20.817 ავტომობილის რეექსპორტი განახორციელა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ მასალებში.
არსებული მონაცემებით, საერთო რიცხვიდან 4.866 ავტომობილის „ასაკი“ 5 წელზე ნაკლებია, აქედან 2023 წელს წარმოებულია 59 ერთეული, ხოლო 6.778 ავტომობილის „ასაკი“ 5-დან 10 წლამდე მერყეობს.
გარდა ამისა, საქართველოდან რეექსპორტირებულია 10-15 წლის წინ წარმოებული 5087 და 15-20 წლის წინ წარმოებული 3862 ავტომობილი.
ხორციელდება თუ არა საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების რეექსპორტი >>
დანარჩენი რეექსპორტირებული მანქანები იყო 20 წელზე მეტი ასაკის, ყველაზე ძველი რეექსპორტირებული ავტომობილი 1930 წელს არის გამოშვებული.
ყველაზე პოპულარული მოდელები, რომელთა ექსპორტიც საქართველოდან ხორციელდება - Toyota, Hyunday და KIA.
ყველა ახალი ამბავი
0