ხორციელდება თუ არა საქართველოდან რუსეთში ძვირადღირებული ავტომობილების რეექსპორტი

© photo: Sputnik / Stringerავტომობილები მარჯვენა სანაპიროზე
ავტომობილები მარჯვენა სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2023
გამოწერა
სანქციების მეოთხე პაკეტში საუბარია ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთში გაყიდვის, გადაცემის, მიწოდების ან ექსპორტის აკრძალვაზე.
თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. მიმდინარე წლის 15 მარტს სანქციების მეოთხე პაკეტის შემოღების შემდეგ საქართველო იცავს ევროკავშირის სანქციებს რუსეთსა და ბელარუსში ძვირადღირებული მანქანებისა და მოტოციკლების ექსპორტის კუთხით, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
სანქციების ამ პაკეტით აიკრძალა ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება ან ექსპორტი ნებისმიერი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 ათას ევროს, ან მოტოციკლის, თუ მისი ღირებულება აღემატება 5 ათას ევროს.
აგრეთვე აიკრძალა აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში მიწოდება, თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 ათას აშშ დოლარს, ან მოტოციკლის, თუ მისი ღირებულება აღემატება 5 ათას აშშ დოლარს.

„საერთაშორისო სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან ნებისმიერი ტიპის საქონელი, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

სამსახურის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილების ტრანზიტი და ექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო წესებისა და ყველა რეგულაციის დაცვით.
საქართველო იცავს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, მაგრამ ხელისუფლებამ რუსეთის წინააღმდეგ თავისი სანქციები არ დააწესა და განაცხადა, რომ ამით მხოლოდ თვითონ საქართველო დაზარალდება. ამასთან, ქვეყანა უკრაინას პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს.
ყველა ახალი ამბავი
0