https://sputnik-georgia.com/20230421/unicef-mshoblebi-skolebshi-ganatlebis-xarisxit-kmayofili-arian-276938392.html
UNICEF: მოსწავლეთა მშობლები საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხით კმაყოფილი არიან
UNICEF: მოსწავლეთა მშობლები საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხით კმაყოფილი არიან
Sputnik საქართველო
საქართველოს სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T12:32+0400
2023-04-21T12:32+0400
2023-04-21T17:22+0400
საქართველო
გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865104_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_789a6785b43c9552cef0ba90822906ac.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები კმაყოფილი არიან სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებით, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა“.კვლევაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების 93,6%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით.ამასთან, მოსწავლეთა 79,7%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით, ნათქვამია კვლევაში.განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხარისხის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.საქართველოში ბავშვების მესამედის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული>>>მაგალითად, მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 მლრდ ლარს აღწევს და რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.აღნიშნული პროექტის განხორციელების წყალობით საქართველოში 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით.სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მასწავლებლების ხელფასი 44%-ით გაიზარდა.ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.კვლევა 2022 წელს ჩატარდა. გამოიკითხა 1.279 რესპონდენტი, რომლებმაც მკვლევარებს 2.438 ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865104_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7bee6c9c161309c7e3f15f38461162bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , განათლება საქართველოში , საზოგადოება, ახალი ამბები
UNICEF: მოსწავლეთა მშობლები საქართველოს სკოლებში განათლების ხარისხით კმაყოფილი არიან
12:32 21.04.2023 (განახლებულია: 17:22 21.04.2023) საქართველოს სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისა და საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები კმაყოფილი არიან სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებით, ნათქვამია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა“.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საბავშვო ბაღში მყოფი ბავშვების 93,6%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლამდელი განათლების ხარისხით.
ამასთან, მოსწავლეთა 79,7%-ის მშობლები ან ოჯახის წევრები კმაყოფილი არიან სკოლის მიერ მიცემული განათლების ხარისხით,
ნათქვამია კვლევაში.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობამ როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ისე განათლების ხარისხის განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.
მაგალითად, მთავრობა ახორციელებს უპრეცედენტო პროექტს, რომლის ღირებულებაც 1 მლრდ ლარს აღწევს და რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
აღნიშნული პროექტის განხორციელების წყალობით საქართველოში 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით.
სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე მასწავლებლების ხელფასი 44%-ით გაიზარდა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
კვლევა 2022 წელს ჩატარდა. გამოიკითხა 1.279 რესპონდენტი, რომლებმაც მკვლევარებს 2.438 ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.