https://sputnik-georgia.com/20230421/--------276937583.html
საქართველოში ბავშვების მესამედის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული
საქართველოში ბავშვების მესამედის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული
Sputnik საქართველო
კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვების 60,5% არ ცხოვრობს სიღარიბეში და როგორც სოციალურად დაუცველი, არ იღებს სახელმწიფო შემწეობას. 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T11:28+0400
2023-04-21T11:28+0400
2023-04-21T17:04+0400
საქართველო
საქსტატი
გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef)
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/03/251361856_713:358:2976:1631_1920x0_80_0_0_1e91592bb02f1917c815b4019d21b94d.jpg
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში ოჯახები ვერ აკმაყოფილებენ ბავშვების 37,8%-ის 16 საჭიროებიდან მინიმუმ სამს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“.კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მესამე ბავშვს აკლია სათამაშოები, ყოველ მეხუთეს კი – ხორციანი კერძი, გათბობა და გართობა.ამასთან, სოფლის ოჯახებში უფრო მეტად იჩენს თავს ბავშვების საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემა. თუ ქალაქებში სოციალური ან მატერიალური საჭიროებების მქონე ბავშვების რაოდენობა 31,2%-ია, სოფლად ეს მაჩვენებელი 47,1%-ს შეადგენს.სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად სამი სააგენტო გაერთიანდა>>>კვლევის მიხედვით, სოციალური ან მატერიალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ კერძო მასწავლებლებთან, ნაკლებად დადიან სპორტულ სექციებში ან სხვადასხვა წრეებში.გარდა ამისა, ასეთი ბავშვები ნაკლებად იკვებებიან სკოლის პერიოდში და აქვთ პრობლემები სამედიცინო მომსახურების მიღებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვების 60,5% არ ცხოვრობს სიღარიბეში და როგორც სოციალურად დაუცველი, არ იღებს სახელმწიფო შემწეობას.კვლევა 2022 წელს ჩატარდა. გამოიკითხა 1.279 რესპონდენტი, რომლებმაც მკვლევარებს 2.438 ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/03/251361856_842:265:2903:1811_1920x0_80_0_0_cd097b2d5a9968248ac85b3875f70680.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქსტატი, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქსტატი, გაეროს ბავშვთა ფონდი, იუნისეფი (unicef), საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ბავშვების მესამედის ელემენტარული საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული
11:28 21.04.2023 (განახლებულია: 17:04 21.04.2023) კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვების 60,5% არ ცხოვრობს სიღარიბეში და როგორც სოციალურად დაუცველი, არ იღებს სახელმწიფო შემწეობას.
თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. საქართველოში ოჯახები ვერ აკმაყოფილებენ ბავშვების 37,8%-ის 16 საჭიროებიდან მინიმუმ სამს, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით ჩატარებულ
კვლევაში „ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“.
კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველ მესამე ბავშვს აკლია სათამაშოები, ყოველ მეხუთეს კი – ხორციანი კერძი, გათბობა და გართობა.
ამასთან, სოფლის ოჯახებში უფრო მეტად იჩენს თავს ბავშვების საჭირო ნივთებით უზრუნველყოფის პრობლემა. თუ ქალაქებში სოციალური ან მატერიალური საჭიროებების მქონე ბავშვების რაოდენობა 31,2%-ია, სოფლად ეს მაჩვენებელი 47,1%-ს შეადგენს.
კვლევის მიხედვით, სოციალური ან მატერიალური საჭიროების მქონე ბავშვებს უფრო ნაკლები შესაძლებლობა აქვთ მოემზადონ კერძო მასწავლებლებთან, ნაკლებად დადიან სპორტულ სექციებში ან სხვადასხვა წრეებში.
გარდა ამისა, ასეთი ბავშვები ნაკლებად იკვებებიან სკოლის პერიოდში და აქვთ პრობლემები სამედიცინო მომსახურების მიღებისა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით.
ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ბავშვების 60,5% არ ცხოვრობს სიღარიბეში და როგორც სოციალურად დაუცველი, არ იღებს სახელმწიფო შემწეობას.
კვლევა 2022 წელს ჩატარდა. გამოიკითხა 1.279 რესპონდენტი, რომლებმაც მკვლევარებს 2.438 ბავშვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.