https://sputnik-georgia.com/20230412/-------276649695.html
სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად სამი სააგენტო გაერთიანდა
სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად სამი სააგენტო გაერთიანდა
Sputnik საქართველო
მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს. 12.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-12T12:00+0400
2023-04-12T12:00+0400
2023-11-04T14:55+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
სოციალური სფერო საქართველოში
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263440725_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_66e66d5f3fe00f24c7d213f5f9b19ff2.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სამი ქართული სააგენტო ერთობლივად იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებას, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა.თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოები შეთანხმდნენ – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2023 წლის მიკროგრანტების პროგრამის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული სერვის-ცენტრების დახმარებით გაავრცელონ.როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე>>>უწყების ცნობით, სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლები აქტიურად არიან ინფორმირებული მიკროგრანტების პროგრამის დეტალების თაობაზე, რათა დაინტერესებულ პირებს პირველადი კონსულტაცია გაუწიონ.მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.მემორანდუმს ხელი მოაწერეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭანტურიამ.სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/07/263440725_341:363:2587:2048_1920x0_80_0_0_f66c35c7f21ee85da9de65e85698159d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, აწარმოე საქართველოში
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები, სოციალური სფერო საქართველოში, აწარმოე საქართველოში
სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად სამი სააგენტო გაერთიანდა
12:00 12.04.2023 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. სამი ქართული სააგენტო ერთობლივად იმუშავებს, რათა ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველი სამუშაოს მაძიებელი პირების ეკონომიკურ გაძლიერებას, ნათქვამია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განცხადებაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმდა.
თანამშრომლობის ფარგლებში სააგენტოები შეთანხმდნენ – სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 2023 წლის მიკროგრანტების პროგრამის თაობაზე ინფორმაცია დედაქალაქსა და რეგიონებში არსებული სერვის-ცენტრების დახმარებით გაავრცელონ.
უწყების ცნობით, სოციალური მომსახურებისა და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოების რეგიონული წარმომადგენლები აქტიურად არიან ინფორმირებული მიკროგრანტების პროგრამის დეტალების თაობაზე, რათა დაინტერესებულ პირებს პირველადი კონსულტაცია გაუწიონ.
მემორანდუმის ხელმომწერი სააგენტოები მათ მიერ ორგანიზებულ თემატურ აქტივობებში აქტიურად ჩაერთვებიან და ინფორმაციის გაცვლას შეუწყობენ ხელს.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ზურაბ მენთეშაშვილმა, „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილემ ირაკლი გაბრიაძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭანტურიამ.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.