https://sputnik-georgia.com/20220711/rogor-moqmedebs-ekonomikaze-saagento-awarmoe-saqartveloshi-programebi-268388044.html
როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე
როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე
Sputnik საქართველო
დღეისათვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 11.07.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-07-11T10:00+0400
2022-07-11T10:00+0400
2023-11-04T14:55+0400
საქართველო
ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
აწარმოე საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_f66d1d31b99dafb2c8cdf874b0e87530.jpg
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2014 წლიდან დაფინანსდა ბიზნესის განვითარებაზე მიმართული 2,2 მლრდ ლარის ღირებულების 8,8 ათასზე მეტი პროექტი, ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.იმის თაობაზე, თუ რა ეკონომიკური მოგება მოაქვს აღნიშნულ 8,8 ათას პროექტს, სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.პრემიერი: ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა>>>შეფასებისთვის შეირჩა პროგრამის ინდუსტრიული ნაწილიდან 292 ბენეფიციარი. აღნიშნულმა ბენეფიციარებმა 2020 წელს მიიღეს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების თანხა. შეფასება ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს.რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15,3 ლარი, მშპ-ში დამატებითმა კონტრიბუციამ – 4,5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1,6 ლარი შეადგინა.სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/98/236289840_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_97af47362432e4c03381a665a16ffe76.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
საქართველო, ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, აწარმოე საქართველოში
როგორ მოქმედებს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები ეკონომიკაზე
10:00 11.07.2022 (განახლებულია: 14:55 04.11.2023) დღეისათვის სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტების ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 2014 წლიდან დაფინანსდა ბიზნესის განვითარებაზე მიმართული 2,2 მლრდ ლარის ღირებულების 8,8 ათასზე მეტი პროექტი, ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.
სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა. მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების წახალისება. 2017 წლის აპრილში შეიქმნა ამავე სახელწოდების სააგენტო, რომელმაც გააერთიანა ქვეყნის ბიზნეს-სექტორისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ მიმართული ყველა სახელმწიფო პროგრამა.
„3,2 მლრდ ლარის დამატებითი ინვესტიცია თავად კომპანიებმა განახორციელეს, რაც ნიშნავს, რომ პროგრამა ინვესტიციებს ბიზნესის მხრიდანაც ასტიმულირებს. შექმნილია 57.480 ახალი სამუშაო ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.
იმის თაობაზე, თუ რა ეკონომიკური მოგება მოაქვს აღნიშნულ 8,8 ათას პროექტს, სააგენტომ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა ეკონომიკური გავლენის შეფასების ჩარჩო და წარმოადგინა ის შედეგები და ეფექტი, რაც სააგენტოს პროგრამებს ჰქონდა გასული პერიოდის განმავლობაში.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.
შეფასებისთვის შეირჩა პროგრამის ინდუსტრიული ნაწილიდან 292 ბენეფიციარი. აღნიშნულმა ბენეფიციარებმა 2020 წელს მიიღეს საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების თანხა. შეფასება ეყრდნობა ბოლო 5 წლის მონაცემებს.
რაც შეეხება ინდუსტრიული ნაწილის სესხის/ლიზინგის პროცენტის სუბსიდირების ეფექტს, ანალიზის თანახმად, 1 ლარის თანადაფინანსების შედეგად შემოსავლების ნამატმა შეადგინა 15,3 ლარი, მშპ-ში დამატებითმა კონტრიბუციამ – 4,5 ლარი, ხოლო ერთი წლის განმავლობაში გადასახადებმა ბიუჯეტში 1,6 ლარი შეადგინა.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამები მიმართულია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებაზე, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებაზე და ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე. საუბარია კრედიტების სუბსიდირებასა და უზრუნველყოფაზე, რომელიც მოიცავს საქმიანობის 200-ზე მეტ სახეობას და მიკროგრანტებს, რომლებიც საქმიანობის 300-მდე სახეობას ეხება.