პრემიერი: ინვესტიციები რეკორდულად გაიზარდა, მიუხედავად რეგიონში არსებული სიტუაციისა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
მიუხედავად რეგიონული გამოწვევებისა, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, საქართველოში ბიზნეს-გარემო კვლავ მიმზიდველია ინვესტორებისთვის, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში რეკორდულად გაიზარდა იმ გამოწვევების ფონზე, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
არსებული სტატისტიკით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2022 წლის პირველ კვარტალში 4,3-ჯერ გაიზარდა 2021 წლის იანვარი–მარტის პერიოდთან შედარებით და 568,2 მილიონი დოლარი შეადგინა.

„რეგიონში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, პირველ კვარტალში წელს გვქონდა რეკორდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ოთხჯერ არის გაზრდილი და შეადგინა 568 მილიონი დოლარი. ეს არის მართლაც რეკორდი. ეს იმ ფონზე, როცა ისეთი გამოწვევები არის მთელ მსოფლიოში, რომლის მსგავსი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ინვესტიციების ზრდა მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკური მონაცემები მიუთითებს, რომ მიუხედავად რეგიონში არსებული გამოწვევებისა, რომლებიც უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ბიზნეს-გარემო საქართველოში კვლავაც მიმზიდველია ინვესტორებისთვის.
„პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განსაკუთრებით მაღალი ზრდა არის ევროკავშირიდან, აშშ-დან, თურქეთიდან, ჩინეთიდან და ნიდერლანდიდან. ეს ქვეყნები საქართველოს მთავარი ინვესტორები არიან“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, ამაში წვლილი მიუძღვის ერთ მნიშვნელოვან შეთანხმებასაც, რომელიც ეხება ინვესტიციებს ესპანეთიდან. მასზე მუშაობა გასულ წელს მიმდინარეობდა.

საქართველოში ინვესტირების ყველაზე პოპულარული სფეროები 2022 წლის პირველ კვარტალში იყო ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი, უძრავი ქონება, გადამამუშავებელი მრეწველობა და ტრანსპორტი.
ინვესტიციები მიედინებოდა ასევე მშენებლობაში, კავშირგაბმულობაში, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესში, ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაში.
კორონავირუსის პანდემიის ფონზე პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა საქართველოში 2020 წელს 57,2%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით და 572 მილიონი დოლარი შეადგინა. 2021 წელს ინვესტიციები ორჯერ გაიზარდა და 1,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0