https://sputnik-georgia.com/20230421/opozicias-ass-mtkicebulebebis-seqmna-unda-papuasvili-276939626.html
ოპოზიციას მტკიცებულებების შექმნა უნდა აშშ-სთვის - პაპუაშვილი მოსამართლეების საკითხზე
ოპოზიციას მტკიცებულებების შექმნა უნდა აშშ-სთვის - პაპუაშვილი მოსამართლეების საკითხზე
Sputnik საქართველო
ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე იქნა მიღებული, განაცხადა... 21.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-21T13:14+0400
2023-04-21T13:14+0400
2023-04-21T20:07+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
შალვა პაპუაშვილი
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_662d5979a4e6166df6fc179111d07b2a.jpg
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმისთვის სჭირდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელმაც ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა, მტკიცებულებები შექმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.გუშინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მესამედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ბოიკოტსა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის პასუხად უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – რომ ოპოზიციამ კომისია ვერ შექმნას. გამოდის, რომ რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ჩვენ ვალდებული ვართ რაღაც გავაკეთოთ, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვიზების გაცემაზე აკრძალვა მოიწონა, რადგან ისინი მთლიანად დარწმუნებული არიან სავიზო აკრძალვის დაწესების საფუძვლებში, განაცხადა ელჩმა. დეგნანის თქმით, საჯარო წყაროების გამოძიება ამ ადამიანებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა. პრინციპის საკითხი: დეპუტატები მესამე დღეა კენჭისყრას ვერ ახერხებენ>>როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური გამწვავება ეხებოდა გარედან შემოსულ საკითხებს. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენა, რომ საკუთარი ხალხისა და ამომრჩევლის წარმოდგენა საკანონმდებლო ორგანოში უზარმაზარი პრივილეგიაა. „ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობით იმდენად არაპატრიოტული ქცევაა, არ ეწერება არც ქართულ ხასიათში და არც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში", – აღნიშნა მან. მოსამართლეების საკითხი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში" დაადანაშაულა. დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა>>ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა, და მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში ჩაერიოს. საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა. სანქციები მოსამართლეებისთვის: დეგნანს შეახსენეს, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის>>ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას. დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/04/11/276792769_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ca0e3ba1591e68a63d1bc16f7823e8e2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, შალვა პაპუაშვილი, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
ოპოზიციას მტკიცებულებების შექმნა უნდა აშშ-სთვის - პაპუაშვილი მოსამართლეების საკითხზე
13:14 21.04.2023 (განახლებულია: 20:07 21.04.2023) ქართველ მოსამართლეებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე იქნა მიღებული, განაცხადა უფრო ადრე აშშ-ის ელჩმა საქართველოში.
თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია იმისთვის სჭირდება, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისთვის, რომელმაც ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესა, მტკიცებულებები შექმნას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
გუშინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მესამედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. საპარლამენტო უმრავლესობა პარლამენტის ბოიკოტსა და კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს. ამის პასუხად უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო – რომ ოპოზიციამ კომისია ვერ შექმნას.
„ვისმენდით დეპუტატების განცხადებებს, რომ ეს კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის, რათა მტკიცებულებები შეუქმნას სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას, რომელსაც, როგორც ჩანს, არ აქვს მტკიცებულებები", – განაცხადა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE".
გამოდის, რომ რადგან სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, ჩვენ ვალდებული ვართ რაღაც გავაკეთოთ, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მანამდე აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვიზების გაცემაზე აკრძალვა მოიწონა, რადგან ისინი მთლიანად დარწმუნებული არიან სავიზო აკრძალვის დაწესების საფუძვლებში, განაცხადა ელჩმა. დეგნანის თქმით, საჯარო წყაროების გამოძიება ამ ადამიანებთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის პრეროგატივაა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ბოლო წლის განმავლობაში ყველა პოლიტიკური გამწვავება ეხებოდა გარედან შემოსულ საკითხებს.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერ კოლეგებს შეახსენა, რომ საკუთარი ხალხისა და ამომრჩევლის წარმოდგენა საკანონმდებლო ორგანოში უზარმაზარი პრივილეგიაა.
„ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის გაფლანგვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით და პოლიტიკური დღის წესრიგის აწყობით იმდენად არაპატრიოტული ქცევაა, არ ეწერება არც ქართულ ხასიათში და არც ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში", – აღნიშნა მან.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში" დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა, და მიიჩნევს, რომ უფლება არა აქვს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მეშვეობით დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაში ჩაერიოს.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.