https://sputnik-georgia.com/20230420/deputati-mosamartleebis-winaagmdeg-sanqciebis-dawesebis-iniciatori-degnania-276921899.html
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა
Sputnik საქართველო
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო. 20.04.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-04-20T19:20+0400
2023-04-20T19:20+0400
2023-04-20T22:02+0400
საქართველო
აშშ
აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:178:1712:1141_1920x0_80_0_0_2ddd630e8937d4e684186e5725827bde.jpg
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებამ დაგვანახა, რომ სწორედ ის იყო ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების ინიციატორი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.გუშინ ელჩმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო. თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება ადამიანს ვერდიქტი გამოუტანო, მაშინ თუ ვინმე მოისურვებს, ქვეყანაში არ დარჩება არცერთი მოქალაქე, რომელიც სანქციებს თავს აარიდებს, დასძინა პოლიტიკოსმა.ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა ევროკავშირში წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულების პროცესში შიდაპოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია, განაცხადა პოლიტიკოსმა.გუშინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მეორედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დაცვა, რომლებსაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას არ ნიშნავს.2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.სანქციები მოსამართლეებისთვის: დეგნანს შეახსენეს, რომ საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის>>>საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწუხარო და გაუგებარი უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ნებისმიერი ფორმით ჩარევა მიუღებელია.პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ათზე მეტ ქვეყანას უსწრებს.სკანდალი სასამართლო სისტემაშიოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.„ეს იყო სიურპრიზი“ - პრემიერ-მინისტრი მოსამართლეების შესახებ აშშ-ის გადაწყვეტილებაზე>>>თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/02/259251097_0:167:1298:1141_1920x0_80_0_0_54494f824c07ae7e17cfdc8b73808ba5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, აშშ , აშშ-ის სანქციები ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
დეპუტატი: მოსამართლეების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატორი აშშ-ის ელჩი აღმოჩნდა
19:20 20.04.2023 (განახლებულია: 22:02 20.04.2023) შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ოთხი მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა და მათ წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვები შემოიღო.
თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებამ დაგვანახა, რომ სწორედ ის იყო ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესების ინიციატორი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
გუშინ ელჩმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობისთვის" სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეზე სავიზო შეზღუდვების დაწესებამდე მათ ჩაატარეს ძალიან საფუძვლიანი ანალიზი და შეაგროვეს ინფორმაცია, რომლის დიდი ნაწილი საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო.
„მოცემულმა განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა. მან პირადად განაცხადა ამის თაობაზე. ელჩმა ასევე განაცხადა, რომ იხელმძღვანელა მხოლოდ ღია წყაროებით, ანუ მედიაში გამოქვეყნებული ინფორმაციებით, რომელთა სანდოობაზეც არაფერი თქმულა", – განაცხადა ქადაგიშვილმა.
თუ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის, ან რომელიმე ექსპერტის განცხადების საფუძველზე შეიძლება ადამიანს ვერდიქტი გამოუტანო, მაშინ თუ ვინმე მოისურვებს, ქვეყანაში არ დარჩება არცერთი მოქალაქე, რომელიც სანქციებს თავს აარიდებს, დასძინა პოლიტიკოსმა.
„მიმაჩნია, რომ აშშ-ის ელჩის ეს ინიციატივა მოემსახურა არა სასამართლო სისტემის მდგრადობას და შემდგომ განვითარებას, არამედ სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას", – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ამ ნაბიჯით კიდევ უფრო გაიზარდა ევროკავშირში წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პუნქტის შესრულების პროცესში შიდაპოლიტიკური რადიკალიზმი და პოლარიზაცია, განაცხადა პოლიტიკოსმა.
გუშინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" მეორედ შეუშალა ხელი ოპოზიციას დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაში, რომელსაც სასამართლოებში შესაძლო კორუფცია უნდა გამოეძიებინა. აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეების დაცვა, რომლებსაც ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა, სასამართლო სისტემის მიმართ სოლიდარობას არ ნიშნავს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველო ევროკომისიის შუალედურ შეფასებას ზაფხულში ელოდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მისაღებად – წლის ბოლოს.
ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამწუხარო და გაუგებარი უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესების შესახებ და აღნიშნა, რომ სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში ნებისმიერი ფორმით ჩარევა მიუღებელია.
პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანობისა და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში საქართველო ევროკავშირისა და ნატოს ათზე მეტ ქვეყანას უსწრებს.
სკანდალი სასამართლო სისტემაში
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც 5 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა სამ მოქმედ მოსამართლეს – მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს და ირაკლი შენგელიას და ყოფილ მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავის განცხადებაში ისინი „მნიშვნელოვან კორუფციაში“ დაადანაშაულა.
ქართული ოპოზიცია, მათ შორის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, წლებია ამტკიცებს, რომ საქართველოში სასამართლო სისტემას მართავს კლანი ლევან მურუსიძის ხელმძღვანელობით და სასამართლო მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს.
თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დამოუკიდებელი გახდა.
საქართველოს ხელისუფლებაში გაუგებარი და მიუღებელი უწოდეს მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ქართველი მოსამართლეების კორუფციაში დადანაშაულებას. საპასუხოდ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ბრალდება ეფუძნება საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. „ეს ინფორმაცია და ბრალდებები ცნობილია მრავალი წელია", – განაცხადა დიპლომატმა.
ამავე დროს ელჩმა დეგნანმა დასძინა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი, ეს არის მთავრობისთვის შესაძლებლობა, გამოავლინოს ერთგულება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ჭეშმარიტად მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების მიმართ.
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი მიწერილ წერილში იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს ან გადახედავს თავის გადაწყვეტილებას.
დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წელს ხელისუფლების შეცვლამდე სასამართლო იყო პროკურატურის ქვედანაყოფი და რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მორიგი რგოლი. ამ სისტემის მთავარი შემქმნელები იყვნენ მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელთა წინააღმდეგ სანქციები არცერთ ქვეყანას არ დაუწესებია, აღნიშნა მინისტრმა.